Grizzlys Academy

刊登在 Georgia - 政論分析 - 11 Jan 2017 15:02 - 15

http://www.picz.ge/img/s3/1611/29/c/c3755186b691.jpg

არ ვიცი როგორ დავიწყო,
ყველაზე ჯოჯოხეთური დღე მქონდა რაც კი მახსოვს ბოლო თვეების განმავლობაში.
მთელი დღეა სესხები, აპდეითის, ბონუსების და სხვა პრობლემებს ვაგვარებთ მთელი მთავრობა.
და საღამოს კიდევ ახალი დაგვემატა.
ახალი შიდა კონფლიქტი და ქვეყნის ჩამოშლის კიდევ ერთი საფრთხე.

----

თვენახევრის წინ გავხდი პრეზიდენტი,
არა იმიტომ, რომ რაიმე პირადი სარგებელი მიმეღო, არამედ იმიტომ რომ
საინტერესო დრო გამეტარებინა და მეშენებინა ქვეყანა.
ძმას გეფიცებით, ერთი წამით არავისგან არ მოველოდი,
რომ დაეფასებინა ჩემი შრომა და მაგისთვის გამეკეთებინა რამე. ან ოქრო მიმეთვისებინა და ან სხვა.

აქაურობას შევალიე ჩემი ძვირფასი დრო, ნერვები, ფული.
თუმცა ეგ არაფერი, Vetelli ასობით დოლარს ხარჯავს ქვეყნისთვის,
HasHisHi მთელი დღე ზის აქ და ახალ მოთამაშეებს ასწავლის
Ready to Die ფულს ხარჯავს და მის პირად რესურსებს, რომ ქვეყანა ფეხზე დააყენოს
Cavea აბიტურიენტია და აქ ზის, რომ ქვეყანას დაეხმაროს
Salamandra123-მ მთელი მისი რესურსები დაახარჯა ახლებს, როცა ფასდაკლება მოდიოდა
და კიდევ უამრავი ადამიანი, რომელიც 24 სთ თამაშობს
ატარებს საინტერესო დროს და ეხმარება ქვეყანას.

თან როგორი მაგარი შედეგები გვაქვს ახალ მოთამაშეებთან დაკავშირებით.
უკვე 30-ზე მეტი ახალი შემოგვიერთდა, რომელიც დიდი სიამოვნებით ერთვება ქვეყნის განვითარებაში.
და ეს ყველაფერი იცით რას ნიშნავს?
სულ მცირე ნაბიჯი დაგვრჩა, სულ მცირეც და ჩვენ დიად ქვეყანას შევქმნით.
ასეთი რამ გაგვიკეთებია აქამდე?
არა!
გვაქვს ახლა შანსი და მაინც და
მაინც ახლა რატომ ვიშლებით?
მეგობრებო,
თქვენში ოქროს შოვნის მოტივი უფრო მეტია თუ ქვეყნის შენების?
ვერაფრით დავიჯერებ, რომ არ გინდათ საქართველოს განვითარება.
მაგრამ ახლა არასწორ ნაბიჯს გადადგამთ თუ ქვეყნიდან წახვალთ და სხვა მოთამაშეებსაც წაიყვანთ.

----
თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც დამაწერინეთ ეს სტატია
ჩემი ოცნების ე-საქართველო
და
გამომყევით
თქვენ ხართ ის ხალხი, რომელთა გამო ვზივარ აქ 24 საათი


ახლა ვზივარ ემოციებისგან ჩაცლილი,
ვეღარ გამოვხატავ ჩემს გაოგნებასა და გულისტკივილს.
მე არ ვდარდობ იმაზე, რომ რამდენიმე მოთამაშე დატოვებს ქვეყანას,
მე ვდარდობ იმაზე, რომ ამის მსურველები ვერ ხვდებიან რამდენად უკან სწევენ ქვეყნის განვითარებას.
რომლის დროც ახლა არაა! ახლა უკან დახევის დრო არაა!


მიფიქრია იმაზეც, არის თუ არა ჩემი ბრალი ქვეყანაში განხეთქილება.
ერთმა ადამიანმა შემომჩივლა შენს თავს თუ ელაპარაკებიო.
ველაპარაკე, მაგრამ
აქვე გისვამთ თქვენ კითხვას:
ვინმეს უსამართლოდ მოგექეცით?
ვინმეს შეურაცხყოფა მოგაყენეთ?
ვინმეს ნაკლები ყურადღება დაგითმეთ?
ვინმეს შემეძლო და არ დაგეხმარეთ?
ქვეყანას რამე დავუშავე?
თქვენი რაიმე წავიღე ჩემთვის?

თუ მე რამე დავაშავე, 
გთხოვთ მაპატიეთ,
გულწრფელად გთხოვთ პატიებას!

თუ არადა, მაშინ გთხოვთ გავერთიანდეთ, არა ჩემთვის, არა ვინმესთვის, არამედ ქვეყნისთვის!
გაქვთ იდეა, როგორ განვითარდეთ?
მაშინ მოდით გავერთიანდეთ!
არ მოგწონთ დაშლილი ქვეყანა?
მაშინ მოდით გავერთიანდეთ!
განსხვავებულ ენაზე ვსაუბრობთ და ერთმანეთს ვერ ვუგებთ?
დავძლიოთ პირადი ემოციები და ინტერესები,
ამით ჩვენ გავერთიანდებით!

არასწორია, როცა პირად უკმაყოფილებასა და ქვეყნის განვითარებას,
სასწორის ორივე პინაზე დებთ და მათ შორის არჩევანს ვაკეთებთ.
ასე, რომ
მეგობრებო,
გთხოვთ გამოვფხიზლდეთ და ქვეყნის განვითარებას მივყოთ ხელი.
ჩვენი დაშლით, მხოლოდ ჩვენს მტერს გავაძლიერებთ,
ახლა კი ქვეყნის შენების დროა.

მე მჯერა თქვენი!
გავერთიანდეთ!

贊助

DstranGEZE BUNDAnikoloz ICaesarXII

評論 (15)

მე თუ დავიჯერე არ დაიჯერებ და ვისი აჯობებს :დ
ეგ ერთი ადამიანი მე ვიყავი და იმიტომ რომ ისევ ქვეყნისთვის კარგი მინდა! ხოდა აღარ უნდა ამას კითხვა პასუხი, ამ ყველაფრის მერე თუ კიდევ გააგრძელებთ თქვენს გრიზნიებს ნუ მერე აღარ ვიცი !
vso qveynidan mivdivar chemi gvatsli ver dainaxe Laugh Laugh Laugh Laugh Kiss o7
Rogor miyvars es bichi... guli amichqarda kitxvisdros
saakians magoneb magra me viko shprotis banka Laugh
რომ არ მიყვარდე ახალად შეგიყვარებდი, იმენა შალვა ხარ ნათელაშვილი და ეგეც მხოლოდ იმით ჰგავხართ ერთმანეთს, რომ პოლიტიკოსები ხართ ორივე სულით პოლიტიკოსები.
ra xxdeba vabhse, is kai iyo rom chemi gazeti ar gamoiweet Laugh axla seriozulat ra xdebaaa????
o7 კარგი სტატიაა.
:d
მთელი ავღანეთი შენთანაა თენგო 😂😂😂
არ გვინდა ახლა ნიანგის ცრემლები. თუ გენიოსა გააგრძელებს ჩემი ჩანთიდან გაგდების მაგალითებს მხოლოდ იმიტომ რომ პრეტენზია გამოვთქვი არა მარტო დანაყოფიდან არამედ ქვეყნიდანაც წავალ.... welcome Afghanistan or Romania or Turkey or Iran...
aravin ar wavides qveynidan!!! Gaketdeba qveynis shemarcxvenelta da mogalateta sia da vinc wava iq chaiwereba. Wink
kaikacixar :d
Laugh Laugh Laugh Laugh va kargad vici ne nichireri bchi ki xar sul ucodvilo mara eget rame sme ver shevcham patrioti Laugh Laugh Laugh Laugh sajaro bodishi tu gindoda mogexada konkretuls saxelebs unda mouxado cilis wamebistvis uazro mopyrobistvis dzalauflebis gadametebistvsi da ase shedeg ar damgvara cremlaad Laugh
Doc4geo ოღონდაცა რაო ასე შემოგითვალეს Wink