Grizzlys Academy

刊登在 Georgia - 社交娛樂 - 24 Feb 2017 13:12 - 5

http://image.prntscr.com/image/95b5175b94bc435d9f072749440c016a.png
საღამო მშვიდობისა მეგობრებო,
24 გავაცილეთ და შევხვდით 25 თებერვალს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის, თბილისის დაცემის დღეს.
მახსოვს, ორი წლის წინ გენერალ მაზნიაშვილის ლეგიონის დამფუძნებელი პაატა გიგაური მიყვებოდა
ბევრისთვის უცნობი ვაჟკაცის, კაპიტანი ყიფიანის ისტორიას.
პაატასგან ბევრი რამ მომისმენია, მაგრამ ეს ყველაზე მეტად დამამახსოვრდა და დღემდე,  
კაპიტანი ყიფიანი ჩემთვის არის  ზეადამიანური, ზექართული პიროვნების ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითი!



თებერვალი 1921 წელი … ტაბახმელა-კოჯორის მიმართულებაზე მტრის აღმატებულ ძალებს გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ ქართული დანაყოფები. ამ დღეს მოწინააღმდეგე გადაჯგუფებას ახდენდა და მძიმე ბრძოლები არ მიმდინარეობდა. საღამოს პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის განკარგულებაში თბილისიდან ამოვიდა სამხედრო სკოლის კაპიტანი ყიფიანი და თან ამოიყვანა რეზერვიდან მობილიზებული 60 ჯარისკაცი. ნაყარი ხალხი იყო, სრულიად შეუფერებელნი, ამიტომ დავაყენე ისინი ბაღში (სანგრების უკან) – მოკლედ აღნიშნავდა ჩხეიძე. 

დაღამებისას სახალხო გვარდიის დანაყოფი გაიპარა N0 სანგრიდან და მათი ადგილი ყიფიანის ნახევარასეულმა დაიკავა. ყიფიანს ბოგანო ხალხის მეთაურობა არ მოსწონდა, მაგრამ სხვა რა გზა იყო (მხოლოდ იუნკრები იდგნენ მაშველ ძალად) და დაიკავეს სანგარი.
23 თებერვალს რუსებმა დაიწყეს იერიში, ყიფიანის რაზმმა რამდენჯერმე მოიგერია შეტევა, მაგრამ საღამოსკენ ვეღარ გაძლეს და გაიქცნენ. ყიფიანმა ვერ შეძლო გაქცეულების დაკავება, გამწარებულმა ამოიღო რევოლვერი და 4 ტყვია დაიხალა. ერთადერთმა ჯარისკაცმა (კურსანტმა), რომელმაც იგი არ მიატოვა, ხელი სტაცა იარაღზე, მაგრამ გვიან იყო, ოფიცერი მძიმედ დაიჭრა.

შესახვევ პუნქტში კაპიტანი ინახულა ჩხეიძემ … როცა პოლკოვნიკი მას მიუახლოვდა, ყიფიანმა სახე დაიფარა და ატირდა. “ძლივს ვიკავებდი თავს და მორეულ ცრემლებს. მოვეხვიე მას, ვაკოცე და ვუთხარი: “ჩემო კარგო მეგობარო! ეს რა ჰქენი? რისთვის?” – “ბატონო პოლკოვნიკო, მე ვერ შევასრულე თქვენი ბრძანება და ეხლა ყველას შეუძლია სთქვას, რომ კაპიტან ყიფიანს ბრძოლაში ჯარისკაცები გამოექცნენ!” ამ სიტყვებში გამოიხატა მისი სულის ტრაგედია და ამასთანავე სიდიადე”
თენდებოდა 24 თებერვალი … ქართული სამხედრო სკოლის ოფიცრების და კურსანტების დიდების დღე …


დაეცნენ გმირები და დაეცა თბილისიც
...
თოვდა და თბილისს ებურა თალხი, 
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. 
გულღვიძრად იყო ქალაქი ჩემი, 
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი - 
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი! 
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს, 
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს, 
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს! 
თოვდა და თბილისს ებურა თალხი, 
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი 
დაცხრა კოჯორი და ტახმელა 
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა, 
ეფინებოდა გმირების გვამებს - 
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს, 
და უძრავ იყო თებერვლის ღამე. 
თოვდა და თბილისს ებურა თალხი, 
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი 
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები, 
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები, 
სად, ქართლის დედის ცრემლით ნანამი, 
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი, 
სად, გმირთა სისხლით ნაპოხიერი, 
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, - 
წითელი დროშით, მოღერილ ყელით, 
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით 
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი, 
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.


贊助

ZindroZindronikoloz IDANIELIBlackfuryEReJS

評論 (5)

ეჰ ბედკრულო საქართველო !!!
v
:/
Sad ასეთმა ადამიანებმა მოგვიტანეს საქართველო Sad
Sad