刊登在 Georgia - 社交娛樂 - 28 Feb 2017 00:07 - 2
სხვადასხვა ქვეყნებში, მრავალ ტრადიციულ და ისტორიულ ძეგლებს შორის გვხვდება თანამედროვე და ორიგინალური ქანდაკებებიც, ისინი დამზადებულია მხატვრებისა და მოქანდაკეების მიერ ისე, რომ მათი შთაგონება არანაირ ჩარჩოებში არ იყო მოქცეული.
ლას კოლინასას მუსტანგები, ტეხასი, აშშ
ეს ცხენების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქანდაკებათა ჯგუფია მსოფლიოში. ბრინჯაოს ქანდაკებები ნამდვილ მუსტანგებზე 1,5 ჯერ დიდია, სამწუხაროდ ფოტოზე რეალურად არ ჩანს მათი სიდიადე ახლოს მდებარე მაღალი შენობის გამო. ფეხებთან ცხენებს დამონტაჟებული აქვთ სპეციალური ფანტანები, რომლებიც ფლოქვებისგან ამღვრეულ წყალს იმიტირებენ.
ქანდაკება სახელწოდებით “ქალის ჩანთაში”, იტალია
ქანდაკება პირველად იტალიაში იქნა წარდგენილი გამოფენაზე “ფიქრები. სივრცე. დიალოგი ბუნებასა და ფანტაზიას შორის”.
ძეგლი დიზაინერს, კრასნოიარსკი, რუსეთი
ძეგლი წარმოადგენს დიზაინერ-პოლიგრაფისტის სამუშაო ადგილს: მაგიდა, სკამი, კომპიუტერი, მაგიდის ლამფა და ქურთუკიც კი.
იარაღი შეკრლი კვანძით, ნიუ იუორკი, აშშ
სკულპტურა შექმნილია შვედი მხატვრის კალო ფრედერიკო რეიტერსვორდის მიერ 1980 წლის ბოლოს, მისი შექმნის იდეა ჯონ ლენონის მკვლელობას უკავშირდება.
მოგზაური, მარსელი, საფრანგეთი
ეს ქანდაკება არა მხოლოდ მარსელის ქუჩებს ამშვენებს, არამედ თანამედროვე ხელოვნების მსოფლიოს მრავალ ცნობილ გამოფენებს.
უცნობი ჩინოვნიკი, რეიკიავიკი, ისლანდია
“უცნობი ჩინოვნიკი” შექმნილია 1994 წელს ისლანდიელი მხატვრისა და მოქანდაკის, მანუს ტომასსონის მიერ. ეს ყველაზე მახვილგონივრული და ექსპრესიული ქანდაკებაა რეიკიავიკში, მდიდარი, მაგრამ შეუმჩნეველი პატარა არქიტექტურული ფორმებით.
ჰედინგტონის ზვიგენი, ოქსფორდი, დიდი ბრიტანეტი
ქანდაკების აზრი ბევრად უფრო სიღრმისეულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: მისი შექმნა 1941 წელს ნაგასაკიზე ატომურ აფეთქებას უკავშირდება. ზვიგენი ასახავს ლამაზ, მაგრამ მომაკვდინებელ რაკეტას.
De Vaartkapoen, ბრიუსელი, ბელგია
ავტორი ბელგიელი მოქანდაკე ტომ ფრანცენია (De Vaart – ნიშნავს საკანალიზაციო არხს, ხოლო kapoen – თავხედს.) ქანდაკება დადგმულია 1985 წელს ბრიუსელის ერთ-ერთ ქუჩაზე, მოლენბიკის რაიონში. სიუჟეტი გვახსენებს ერთ-ერთი კომიქსის სცენას: საკანალიზაციო ლუქიდან მოულოდნელად გამოჩენილი ახალგაზრდა მასხარა ცდილობს წააქციოს პოლიციელი.
ნელსონ მანდელას ქანდაკება, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ნელსონ მანდელას პროფილი დამზადებულია 50 ფოლადის სვეტისაგან. საინტერესო ფაქტი ის გახლავთ, რომ ეს გამოსახულება მხოლოდ სპეციალური წერტილიდან ჩანს და მისი დანახვა მხოლოდ ერთი რაკურსიდანაა შესაძლებელი, სხვა მხრიდან ის უბრალოდ ფოლადის სვეტებია.
ბუნების ძალა, კატარი
ასეთი სახელითაა ცნობილი იტალიელი მხატვრის, ლორენცო კუინის ქანდაკება, სადაც გამოსახულია ქალი, რომელსაც ქსოვილის ნაგლეჯით უჭრავს დედამიწა. ამ ქანდაკებას ბევრ სხვა ქვეყანაშც შევხვდებით, მაგ: ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მონაკოსა და სინგაპურში.
საქორწინო ბეჭედი, ვანკუვერი, კანადა
ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ადგილი ვანკუვერში. ბეჭედი დამზადებულია ფოლადის, ალუმინისა და შუშისგან. ისინი განლაგებულია კუთხეებში და იწვეს შეგრძნებას, რომ სადაცაა წონასწორობას დაკარგავენ. თუმცა რა თქმა უნდა ეს მოჩვენებითია, ეს ძეგლი ქორწინების ძალის სიმბოლოდაა მიჩნეული.
ხალხი მდინარესთან, სინგაპური
ჩონგ ფაჰ ჩონგი, ავტორი ამ კომპოზიციის, ცნობილია მრავალი სახის ქანდაკებებით, ასახულია ხალხი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს სინგაპურის მდინარის სანაპიროზე.
ფრანც კაფკას ძეგლი, პრაღა, ჩეხეთი
იაროსლავ რონის სკულპტურის ავტორისეული იდეა ცნობილი დღესაც არ არის. ერთ-ერთი ვერსიით ის კაფკას ნაწარმოებიდანაა”ისტორია ერთ ბრძოლაზე”, გმირი რომელიც უცნობი მგზავრის მხრებზე ავიდა რათა ცხოვრება სხვისი თვალით დაენახა. შედეგი კი იმის დანახვა იყო, რომ ცხოვრებაში ყველას თავისი გზა და ტკივილი აქვს.
ბიუროკრატი თემიდა, დანია
დანიელი მხატვრის, იელს გალშიოტას ნამუშევარი. ქანდაკება გვიჩვენებს მდიდარი და ღარიბი ფენის თანაცხოვრებას. მსუქანი გაზულუქებული პიროვნება მხრებზე აზის გამხდარ, ღარიბ აფრიკელს.
ზიგმუნდ ფროიდის ძეგლი, პრაღა, ჩეხეთიერთ-ერთი პოპულარული ვერსიით, დავიდ ჩორნიმ ასე აჩვენა იზოლაცია ინტელიგენციასა და უბრალო ხალხს შორის. ოსტატმა ამ ქმნილებაში იმხელა ჯადოსნური მიმართვა ჩააქსოვა, რომ სტუმრები ალბათ საკუთარ თავს ვერ აპატიებენ, რომ არ მოინახულონ ქვის ფროიდი.
贊助
MengreliangonjavarTheKamKo