刊登在 Georgia - 社交娛樂 - 06 Mar 2017 10:24 - 1
დნმ-ზე კომპიუტერული ვირუსი, კინო და ოპერაციული სისტემა ჩაწერეს
ერლიჰმა და მისმა კოლეგამ დინა ზელინსკიმ (Dina Zielinski) დნმ-ზე ჩასაწერად ექვსი ფაილი შეარჩიეს: ოპერაციული სისტემა, 1848 წელს მატარებლის მოსვლის შესახებ ფრანგული ფილმი, ონლაინ-მაღაზია Amazon-ის 50 დოლარიანი სასაჩუქრე ბარათი, ინფორმაციის თეორიის სპეციალისტის კლოდ შენონის სამეცნიერო ნაშრომი, კომპიუტერული ვირუსი და „პიონერ-10-ის“ პლატინის ფირფიტები (არ უნდა აგვერიოს „ვოიაჯერის“ ფირფიტაში, სადაც ჩაკრულო არის ჩაწერილი).
თავიდან ყველა ექვსივე ფაილი ერთ ფაილად გააერთიანეს და შემდეგ ნოლებისა და ერთიანების მოკლე ჯაჭვად გადაიყვანეს. შემდეგ ეს მოკლე ჯაჭვები ე.წ. „წვეთებად“ შეკრეს და იგივე ერთიანებისა და ნოლების დახმარებით გადანომრეს, რათა დროის გასვლის შემდეგ მათი საჭირო თანმიმდევრობით წაკითხვა ყოფილიყო შესაძლებელი. წვეთების ნომრების გასაშიფრავად დნმ-ის ოთხი ნუკლეოტიდური საფუძველი აიღეს: ადენინი, გუანინი, ციტოზინი და ტიმინი. შედეგად დნმ-ის 72 ათასი ძაფი მიიღეს, რომელთაგან თვითოეულის სიგრძე 200 ნუკლეოტიდი იყო. შემდეგ ტექსტური ფაილი, რომელიც ძაფებს აღწერდა დნმ-ის სინთეზით დაკავებულ სტარტაპში გადააგზავნეს. ორი კვირის შემდეგ მოლეკულა, რომელიც მთელ ინფორმაციას შეიცავდა, მზად იყო.თავიდან ყველა ექვსივე ფაილი ერთ ფაილად გააერთიანეს და შემდეგ ნოლებისა და ერთიანების მოკლე ჯაჭვად გადაიყვანეს. შემდეგ ეს მოკლე ჯაჭვები ე.წ. „წვეთებად“ შეკრეს და იგივე ერთიანებისა და ნოლების დახმარებით გადანომრეს, რათა დროის გასვლის შემდეგ მათი საჭირო თანმიმდევრობით წაკითხვა ყოფილიყო შესაძლებელი. წვეთების ნომრების გასაშიფრავად დნმ-ის ოთხი ნუკლეოტიდური საფუძველი აიღეს: ადენინი, გუანინი, ციტოზინი და ტიმინი. შედეგად დნმ-ის 72 ათასი ძაფი მიიღეს, რომელთაგან თვითოეულის სიგრძე 200 ნუკლეოტიდი იყო. შემდეგ ტექსტური ფაილი, რომელიც ძაფებს აღწერდა დნმ-ის სინთეზით დაკავებულ სტარტაპში გადააგზავნეს. ორი კვირის შემდეგ მოლეკულა, რომელიც მთელ ინფორმაციას შეიცავდა, მზად იყო.იმისათვის, რომ ხელოვნურ დნმ-ში ჩაწერილი ინფორმაცია წაიკითხონ, მეცნიერებს გენომის სეკვენირება და სპეციალური სოფტი სჭირდებათ, რომელიც გენეტიკურ კოდს ბინარულში გადაიყვანს. ფაილები ყოველგვარი შეცდომის გარეშე იქნა წაკითხული.
贊助
HeLL KnNiGhTshrek評論 (1)
1st