刊登在 Georgia - 社交娛樂 - 11 Mar 2017 10:31 - 0
ბეთჰოვენმა მეცხრე სიმფონია ერეკლე მეორეს მიუძღვნა :
ცნობილი ფაქტია, რომ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიაზე ამჟამად ერთადერთი წარწერა ”გოლიათური” არის დარჩენილი. ასევე ცნობილია, რომ ავტორმა თავდაპირველად სიმფონია ნაპოლეონს მიუძღვნა, შემდეგ კი ეს მიძღვნა გააუქმა.
სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად გახლავთ: კომპოზიტორმა მეცხრე სიმფონია ქართველ მეფეს, ერეკლე მეორეს მიუძღვნა და მის თავდაპირველ წარწერაში მითითებული იყო: ”ეძღვნება აღმოსავლეთის ნაპოლეონს”. ბეთჰოვენის ეს ნაბიჯი გასაკვირად სულაც არ მოგვეჩვენება, თუ გავიხსენებთ, რომ დაუმარცხებელი მხედართმთავრის მიმართ პატივისცემით იყვნენ განწყობილნი როგორც კავკასიის, ასევე აღმოსავლეთის ხალხები. შემონახულია კიდეც ფრისრიხ დიდის სიტყვები: ‘ქვეყანაზე ახლა ორი სარდალია: დასავლეთში მე და აღმოსავლეთში ერეკლე მეფეო“. შემონახულია საქართველოში მოღვაწე ფრანცისკელი ბერის ბონიფაციუს ებერჰარდტის წერილები, რომელიც მან დიდი კომპოზიტორს (ბეთჰოვენი და ებერჰარდტი მეგობრები იყვნენ) გაუგზავნა და საქართველო, ქართველი ხალხის მდგომარეობა კიდევ უფრო ახლოს გააცნო: ”ძმაო ლუდვიგ, რომ იცოდე, რა გმირი ხალხია ქართველები და როგორ ვაჟკაცურად იტანენ ტანჯვას, რომელიც უფალმა რუსთა ბატონობის სახით მოუვლინა მათ. ქართველების ქვეყანა ოდესღაც ჰყვაოდა, მეფენი მისნი იყვნენ ბრძენნი და ძლევამოსილნი. უკანასკნელი მათგანი იყო დიდი კახი - ერეკლე მეორე. ...ძალზე გამახარა იმ ამბავმა, რომ რომ ირაკლიზე, რომელსაც ჩვენმა მეგობარმა მათიამ ”აღმოსავლეთის ნაპოლეონი” უწოდა, სიმფონიის შექმნა გქონია განზრახული და კიდევაც შესდგომიხარ მუშაობას...”
მ უშაობის დასრულების შემდეგ ბეთჰოვენს მართლაც, წაუწერია სიმფონიისთვის ”ეძღვნება აღმოსავლეთის ნაპოლეონს”, მაგრამ ეს ევროპაში ბევრისთვის გაუგებარი ყოფილა და ”აღმოსავლეთის” ამოუღიათ. დარჩენილა ”ეძღვნება ნაპოლეონს”, რამაც კომპოზიტორი ისე აღაშფოთა, რომ მიძღვნა საერთოდ გააუქმა და ნამუშევარს, საბოლოოდ ”გოლიათური” უწოდა.
© Droni.Ge წყარო: მსოფლიოს უცნაური ადამიანები და მოვლენები

贊助
Mando評論 (0)