刊登在 Georgia - 社交娛樂 - 24 Mar 2017 09:10 - 5
ეს არის ძილის დამბლა - ადამიანის ტვინის მოქმედებების ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ფენომენი.
12 ფაქტი ძილის დამბლის შესახებ
1. ძილის დამბლა - მდგომარეობა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 8%-ს ემართება და განისაზღვრება, როგორც დროის ის მონაკვეთი, როდესაც ადამიანის ორგანიზმის კუნთების მუშაობის უნარი სრულად ქრება.2. ძილის დამბლის დროს ადამიანს არ შეუძლია საუბრი, კიდურების მოძრაობა, თავის მობრუნებაც კი. ის ნორმალურად სუნთქავს და ბოლომდე იაზრებს, რაც ხდება გარშემო. ასეთი მდგომარეობა რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება.3. ძილის დამბლა თავდაპირველად თინეიჯერულ ასაკში ჩნდება, ხოლო შემდეგ უფრო ხშირად 20-40 წლის ასაკში ვლინდება, თუმცა შესაძლოა, უფრო ასაკოვან ხალხსაც დაემართოს.4. ძილის დამბლა შეიძლება მემკვიდრეობითიც იყოს, თუმცა მისგან დაზღვეული არავინ არაა. ასეთი დამბლის გამომწვევი მთვარი მიზეზი სტრესი, უძილობა, დღის განრიგის ცვლილება და ზურგზე ძილია,5. სხვადასხვა დროს ძილის დამბლის სიმპტომები სხვადასხვაგვარად აიხსნებოდა. ძველად ამბობდნენ, რომ ასე ადამიანებზე ბოროტი სულები ზემოქმედებდნენ, ან რომ ეს უცხოპლანეტელთა გავლენის შედეგი იყო.6. ძილის დამბლიდან გამოსვლის რამდენიმე მეთოდი არსებობს. მაგალითად, ადამიანს, შეუძლია, სცადოს თითების ამოძრავება, ან მუშტის შეკვრა, ან თუნდაც, დახველება.7. ძილის დამბლა მაშინ ვლინდება, როდესაც ტვინი იღვიძებს, ხოლო სხეული ჯერ კიდევ ძილის მდგომარეობაშია.8. ძილის დამბლა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამაა, რომელიც, შეიძლება, ადამიანმა გადაიტანოს, მაგრამ ის ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მიუხედავად აისა, მაინც არის ერთი შესაძლო თანმდევი პრობლემა - დროთა განმავლობაში ძილის პროცესი შეიძლება დაირღვეს.9.დამბლა ძილის სხვადასხვა ფაზაში შეიძლება გამოვლინდეს: როდესაც ჩაძინებას ცდილობთ, ან როდესაც იღვიძებთ.10.დამბლის დროს ადამიანს, შეიძლება, რაღაფ აფეთქების, ან დანგრევის ხმები ესმოდეს. ამას ხშირად აღწერენ, როგორც ტალღების ხმას, რომელიც კლდეებს ეხეთქება.11. არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანს ვიღაცის ხმა ჩაესმის, რომელიც, თითქოს, მის გვერდით დგას და ყურში ეჩურჩულება. ხშირად ეს უსიამოვნო ბურტყუნია, მაგრამ ხანდახან სიტყვები მკვეთრად ისმის და რაღაც არსება მას სიკვდილს უსურვებს.12. ზოგიერთი ადამიანს ძილის დამბლის დროს ეჩვენება, რომ მას ზემოდან რაღაც ადევს, რომ მისი გაჭყლეტა უნდათ, ან ვიღაც მის გაგუდვას ცდილობს. ამ დროს მას სუნთქვა უჭირს. იმდენად, რომ შეიძლება გულიც წაუვიდეს ან ნერვული შეტევა დაემართოს.
წყარო: მსოფლიოს უცნაური ადამიანები და მოვლენები
贊助
menspliderCripZ評論 (5)
Ertxel damemarta pataraobaze 😂😂 xma ver amovige da mere adgoma ro mindoda ber avdeqi 😂😂 im dges shishi vchameee😂
mec damemarta ertxel... erti ori wlis win
magari cudi shegrdznebaa imena
ძალიან ბევრს ქონია მსგავსი შემთხვევაა და ვიფიქრეე თან შეგახსენებთ და თან ავხსნი ეს რა ჭირი იყოო..
cota msxvili shriftit dawere xolme
აუცილებლაააად.. გავითვალისწინეეებ..