Wars and Politics

刊登在 Georgia - 社交娛樂 - 22 Apr 2017 16:38 - 6

პირველ რიგში მაინტერესებს რას საქმიანობ თამაშის გარეთ და რა გქვია?


მახო მქვია, თამაშის გარეთ აბიტურიენტი ვარ და ვემზადები ჯოჯოხეთისთვის.



როგორ შეაფასებ მდგომარეობას დღევანდელ ე-საქართველოში, რა პლიუსები და რა მინუსები აქვს ჩვენს ქვეყანას?



ეკონომიკაში საგრძნობი პროგრესი გვაქ, ვფიქრობ ბევრად მეტი შეგვიძლია, მაგრამ არსებული ბონუსებია შესანარჩუნებელი. პლიუსი ისაა, რომ უდიდესი პოტენციალი გვაქ, მინუსი კი ის, რომ ერთობა ვერ ვისწავლეთ და სუ ერთმანეთის ჭამაში ვართ.



მაინტერესებს შენი სამომავლო გეგმების შესახებ, აპირებ თუ არა რაიმე პროექტის განხორციელებას, და თუ საიდუმლო არ არის რას?



პროეკტები უამრავია, უცხოელების მოზიდვა, ქვედანაყოფების რეფორმირება, ორგანიზაციის გაუმჯობესება, ანუ უამრავი მიზანი გვაქ და ეტაპობრივად, ნელ-ნელა ყველაფერს გავწვდებით. იდეაში გუნდური მუშაობით ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეიძლება.



აპირებთ თუ არა საქართველო ალიანსთან დამოკიდებულების შეცვლას?



საქართველოს დამოკიდებულება ალიანსის მიმართ ნაწილობრივ ისედაც შეიცვალა, მაგრამ მაინც არ დავტოვეთ იგი, ვინაიდან და რადგანაც ყველა ჩვენი მოკავშირე მანდ არის და რთულ პერიოდში მათი მიტოვება, არ იქნებოდა ლამაზი საქციელი ჩვენი მხრიდან. შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს ალიანსი, სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ პრაგმატულები უნდა ვიყოთ და პირადი ინტერესების წინ, ქვეყნის ინტერესები უნდა დავაყენოთ.



შენი აზრით ააქვს ქვეყანას იმის პოტენციალი რომ გახდეს ე-რევოლუშენში უძლიერესი? და რა არის ამისთვის საჭირო?




ანუ პოტენციალი გვაქ, მაგრამ ის პრობლემები, რაც უკვე დავასახელე, უნდა გადაიჭრას, საუბარი მაქვს ქვეყნის ერთიანობაზე, ხალხს ერთი იდეა უნდა ამოძრავებდეს, მთავრობასთან ერთად უბრალო მოქალაექებიც მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ ქვეყნის საქმიანობაში, მინიმუმ თავი გამოიჩინონ, ანუ სუ ეს მთავრობა ხო არ იქნება არა? სუ ეს მოთამაშეები ხო არ ვიქნებით?, მოვა დრო ახლანდელი, ახლბედებიც ჩაიბარებენ ქვეყანას და იმდენი უნდა ვქნათ, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ყველამ ღირსეულად შეძლოს ქვეყნის მართვა. ნუ არის კიდევ უამრავი ფაქტორი, რაც საგარეო პოლიტიკას ეხება, მაგრამ იდეაში უმთავრესი უკვე ვთქვი.



დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, და ბოლოს, რა რჩევას მისცემდი ახალბედა ან უკვე გამოცდილ მოთამაშეებს?



ახლებს ვურჩვდი, რომ არავის ავანტიურებზე არ ავარდნენ, დააკვირდნენ სიტუაციას, ცივი გონებით შეაფასონ ყველაფერი და თამაშის მუღამს არ გადაუხვიონ, ამ თამაშის მუღამი კი ერთია:"ძლიერი და ერთიანი საქართველო". გამოცდილებს კი, განსაკუთრებით იმათ ვინც წასულია ქვეყნიდან, დაბრუნებას ვურჩევდი, ერთად უნდა ვიყოთ, ბევრი პრობლემები გადავიტანეთ წარსულში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის თამაში და აქ მაინც უნდა ვიყოთ ერთიანად.



贊助

1st GermanFortitudineDoug Stamper

評論 (6)

yochag kai statiaa o7
o7
2 sub ^_^
x7
o/
o7