Mukhrani News

刊登在 Georgia - 政論分析 - 10 Sep 2017 01:35 - 0

ბედნიერი ერი



ჩვენისთანა ბედნიერიგანა არის სადმე ერი?მძიმე ყალნით,ლამაზ ფალნითმორთული და მშვენიერი;უწყინარი,უჩივარი,ქედდრეკილი, მადლიერი;უშფოთველი,ქვემძრომელი,რიგიანი, წესიერი;ყოვლად მთმენი,ვით ჯორ-ცხენი,ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!ყველა უნჯი,ყველა მუნჯი,გულჩვილი და ლმობიერი;თვალაბმული,თავაკრული,პირს ლაგამი ზომიერი;ყველა ყრუი,ყველა ცრუი,ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;მცირე, დიდი -ყველა ფლიდი,ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!მტვერწაყრილი,თავდახრილი,ყოვლად უქმი, უდიერი;უზღუდონი,გზამრუდონი,არგამტანი და ცბიერი;მტრის არმცნობი,მოყვრის მგმობი,გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;არრის მქონე,არრის მცოდნე,უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
ავტორი:ილია ჭავწავაძე





თქვენი აზრით რა სათაური უნდა ჰქონოდა სინამდვილეში ამ ლექსს და რა იგულისხმება სინამდვილეში ამ ლექსის სიღრმეში-ბედნიერება თუ ბედნიერობა თქვენ განსაჯეთ!


განთიადი


ნაწყვეტი ლექსიდან-განთიადი

“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,


ჩემო სამშობლო მხარეო,სნეული დავბრუნებულვარ,მკურნალად შემეყარეო!...
“ვერ ავიტანე ობლობა,სისხლის ცრემლები ვღვარეო;წამძლია სულმა და გულმა,შენს ნახვას დავეჩქარეო.
“წინ მომეგებენ ღიმილითშენი მზე, შენი მთვარეო,გუნდი და გუნდი ვარსკვლავი,მოკაშკაშ-მოელვარეო.
“გულში იფეთქა სიამემ,სევდები უკუვყარეო, -ია და ვარდი დამჭკნარიხელახლად გამიხარეო!...
“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,სულის ჩამდგმელო მხარეო,შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,შენზედვე მგლოვიარეო!...
“ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,ზე კალთა დამაფარეო...და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს,ანდერძი დავიბარეო:
“დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:შენს მიწას მიმაბარეო!...ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,ჩემო სამშობლო მხარეო!”


ავტორი:აკაკი წერეთელი

დანარჩენი თქვენთვის მომინდვია,საკმაოდ ჭკვიანები ბრძანდებით და ლოგიკაც არ გაკლიათ,აბა თქვენ იცით,
წარმატებას გისურვებბთ!

贊助

評論 (0)