Опубліковано в державі Georgia - Соціальна взаємодія та розваги - 21 Jan 2016 03:28 - 2


ბათუმის ქუჩების ტოპ 6 ხელოვნების ნიმუში
თანამედროვე სამყაროში სთრით არტი ურბანული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ბათუმში ქუჩის ხელოვნება სულ უფრო პოპულარული ხდება, რასაც ხელს უწყობს ყოველწლიური ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი ხელოვანები ქალაქის სხვადასხვა უბანში კედლებზე ხატავენ.
გთავაზობთ ტოპ 6 გრაფიკულ ნამუშევარს, რომელსაც შეიძლება ბათუმში წააწყდეთ:

#1. SEA SELFIE ("ზღვის სელფი")
საქართველოში ყველაზე მასშტაბური გრაფიკული ნამუშევარი ბათუმში მდებარეობს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედელზე განთავსებული „ზღვის სელფი“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ფოტოების მოყვარული ტურისტებისთვის, ეკუთვნის არტისტს Dr. Love. (ბაჩა ხოფერია)

http://gobatumi.com/files/discover-ajara/Top-10/top-6-street-arts-in-batumi/sea-selfie.jpg

#2. SUNFLOWERS ("მზესუმზირები")
ძველ ბათუმში სეირნობისას მარტივად შეიძლება გადააწყდეთ ვან გოგის მზესუმზირების საინტერესო ინტერპრეტაციას, რომელიც თეზი გაბუნიას ეკუთვნის.

http://gobatumi.com/files/discover-ajara/Top-10/top-6-street-arts-in-batumi/sunflowers.jpg

#3. TAMOONZ
არტისტი სახელად Tamoonz (თამუნა ცხაკაია) ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ბათუმის ქუჩები თავისთვის სახასიათო ფერადი არსებებით მოხატა 2014 წლის გრაფიკული ფესტივალის ფარგლებში.

http://gobatumi.com/files/discover-ajara/Top-10/top-6-street-arts-in-batumi/Tamoonz.jpg

#4. DR. LOVE
პოპ-არტი მეოცე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიზუალური ხელოვნების მიმდინარეობა იყო და დღესაც უამრავი თაყვანისმცემელი ყავს. არტისტმა Dr. Love (ბაჩა ხოფერია) სწორედ ამ სტილით შექმნა გრაფიკული ნამუშევარი, რომელიც შეუძლებელია შეუმჩნეველი დაგრჩეთ.

http://gobatumi.com/files/discover-ajara/Top-10/top-6-street-arts-in-batumi/dr-love.jpg

#5. ბათუმის ეზოს ამბები

ის, რომ ხელოვნება უნდა ასახავდეს ადამიანების ცხოვრებას ყველაზე კარგად ძველი ბათუმის ეზოებში შეგიძლიათ შეიგრძნოთ, სადაც პროექტ „ბათუმის ეზოს ამბების“ ფარგლებში მუსია ქებურიამ და სხვა არტისტებმა ნამუშევრები ეზოს მაცხოვრებლებთან უშუალო კონტაქტის საფუძველზე შექმნეს.

http://gobatumi.com/files/discover-ajara/Top-10/top-6-street-arts-in-batumi/Batumi-backyard-stories.jpg

#6. ნამუშევრები ანბანის კოშკთან

ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ შექმნილი ნამუშევრების მთელი სერია შეგიძლიათ იხილოთ, რომელიც 2014 წლის წლის სთრით არტ ფესტივალის ფარგლებში შეიქმნა.

http://gobatumi.com/files/discover-ajara/Top-10/top-6-street-arts-in-batumi/Art-at-alphabet-tower.jpg

მადლობთ ყურადღებისათვის! :))) VOTE! VOTE! VOTE!

Винагородити

Коментарі (2)

ჩემი ბათუმი :3
s87 v8 http://www.erevollution.com/en/newspaper/893