Опубліковано в державі Georgia - Соціальна взаємодія та розваги - 15 Dec 2016 10:00 - 15
მეგობრებო ეს არ არის სტატია! ეს არის სახალხო მიმართვა! გთავაზობთ რეფერენდუმს და მინდა რომ დაადასტუროთ თქვენი აზრი ჩემს მიერ შექმნილ ე-საქართყველოს კონსტიტუციაზე! რეფერენდუმში მონაწილეობისთვის ქვემოთ იხილავთ ბმულს!
:კონსტიტუცია:
მუხლი 1.
1. ესაქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო
2. ესაქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.
3.ERevollution_ში ქართული რესპუბლიკის სახელწოდებაა "ესაქართველო".
მუხლი 2.
1.ესაქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 2016 წლის 15 დეკემბერის მდგომარეობით ესაქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობის და ალიანსის მიერ.
2. ესაქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია. სახელმწიფო საზღვრების შეცვლა შეიძლება მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით.
3. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ესაქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, სახელმწიფო სუვერენიტეტის შეულახავად, ესაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ხელს უწყობენ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას.
მუხლი 3.
1. მხოლოდ ესაქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება:
ა) კანონმდებლობა ესაქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, ესაქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ;
ბ) სახელმწიფოს თავდაცვა და უშიშროება, სამხედრო ძალები, სამხედრო მრეწველობა და იარაღით ვაჭრობა;
გ) ომისა და ზავის საკითხები; საგანგებო და საომარ მდგომარეობათა სამართლებრივი რეჟიმის დადგენა და შემოღება;
დ) საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობანი;
ე) სახელმწიფო ფინანსები, სახელმწიფო სესხი და საგადასახადო კანონმდებლობა;
ვ) წიაღისეულის და ბუნებრივი რესურსების კანონმდებლობა;
მუხლი 4.
1. რესპუბლიკის კონგრესი შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან.
2. პარტიები შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.
მუხლი 5.
1. ესაქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.
2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.(როგორც ჩვენ)
3.არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება, გაყალბების, მოსყიდვის გზით.
მუხლი 6.
1. ესაქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
2. ესაქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ესაქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
მუხლი 7.
1. ესაქართველოს დედაქალაქი არის Inner Kartli (თბილისი).
თავი II - ადამიანის უფლებები
მუხლი 8.
1. ესაქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება რეგისტრაციით და ნატურალიზაციით.
2. ესაქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა ამ პუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. ესაქართველოს პრეზიდენტის მიერ ესაქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ესაქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის ესაქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.
3. ესაქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი განისაზღვრება პოლიტიკური კანონით.
მუხლი 9.
1. ესაქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.
2. მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია.
3. ესაქართველოდან ესაქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია.
მუხლი 10.
ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება და სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ამაში.
მუხლი 11.
1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.
2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ
მუხლი 12.
ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება ესაქართველოში, აქვს ქვეყნის ნებისმიერ ბაზარზე შეძენის ან გაყიდვის უფლება.
მუხლი 13.
1.შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.(ჟურნალებში)
2.ყველა ადამიანს აქვს უფლება შექმნას ჟურნალი და კანონისა და ცენზურის ფარგლებში წეროს სტატიები.
3. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.
4.მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.
5.სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა შეძულება.
მუხლი 14.
1. ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება.(როგორც Discord_ზე)
2. ესაქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.
მუხლი 15.
1. ესაქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
მუხლი 16.
1. შრომა თავისუფალია.
2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.
3. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
4. სახელმწიფო იცავს ესაქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ.
5. სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ ესაქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.
მუხლი 17.
1. ყველას აქვს უფლება ისარგებლოს უფასო საავადმყოფოთი, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით ომის დროს უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.
2. ესაქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული კუთვნილებისა.
3. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს ხელისუფლებას.
4. დაცვის უფლება გარანტირებულია.
მუხლი 18.
ესაქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობას უწევს ესაქართველოს მთავრობა.
მუხლი 19.
ესაქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს ესაქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს.
მუხლი 20.
ესაქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს ესაქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ.
თავი III - კონგრესი
მუხლი 21.
1. ესაქართველოს კონგრესი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 22.
1. პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე ესაქართველოს ნებისმიერი მოქალაქე.
2. კონგრესის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება კონგრესული რეგლამენტით.
3. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის მხარდაჭერაც დადასტურებულია ამომრჩეველთა და პარტიის პრეზიდენტთა მიერ.
4. კონგრესის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული კონგრესის პირველი შეკრებისთანავე.
5. მთავარი კონგრესმენის არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია ყველა წარდგენილ კონგრესმენს.
6. კონგრესმენთა არჩევნები ჩატარდება ხმის მიცემით.
7. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში
მუხლი 23.
1. კონგრესის თავმჯდომარე რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს კანონის დადგენისას.
2. კონგრესისთვის შეთავაზებული კანონის მისაღებად ხმების გაყიდვა ან გასხვისება აკრძალულია.
3.პარლამენტის სხდომები საჯაროა.
4. კონრგესს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ომის დაწყებისა ან ორმხრივი ხელშეკრულების დაწყების(გახანგრძლივების).
5. კონგრესს შეუძლია ბიუჯეტიდან თანხის გამოტანა.
6. კონგრესს აქვს უფლება ფულის ემისიის.
თავი III - პრეზიდენტი
მუხლი 24.
1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.
2. ესაქართველოს პრეზიდენტი არის ესაქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
3. ესაქართველოს პრეზიდენტს აქვს სრული უფლება დანიშნოს ან გაათავისუფლოს მინისტრი.
4. ესაქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს ესაქართველოს საგარეო ურთიერთობებში.
მუხლი 25.
1. ესაქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ტარდება ყოველი თვის 5 რიცხვში.
2. ესაქართველოს პრეზიდენტს აქვს 1 თვიანი ვადა.
3. ყველა ადამიანს აქვს უფლება ხმა მისცეს ესაქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს.
4. კონგრესს შეუძლია გადააყენოს პრეზიდენტი და მის მაგივრად მოიყვანოს სხვა.
მუხლი 26.
1. ყოველ პარტიას შეუძლია წამოაყენოს თავისი პრეზიდენტობის კანდიდატი.
2. ყველა პარტიის წევრს შეუძლია კენჭი იყაროს პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის თუ მაქ პარტიის პრეზიდენტი მისცემს ამის უფლებას.
მუხლი 27.
1. პრეზიდენტს აქვს უფლება დაასახელოს მინისტრთა კაბინეტი.
2. პრეზიდენტს აქვს უფლება წარადგინოს თავისი კანონი კონგრესში.
3. პრეზიდენტს აქვს უფლება მიანიჭოს მოქალაქეობა ნებისმიერ ადამიანს.
თავი IV - სახელმწიფო თავდაცვა
მუხლი 28.
1. თავდაცვითი ომი ესაქართველოს სუვერენული უფლებაა.
2. ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად ესაქართველოს ჰყავს სამხედრო ძალები.
მუხლი 29.
1. ესაქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა.
2. ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა ყველა მოქალაქის მოვალეობაა.
კონსტიტუცია შედგენილია გაზეთ THE WAY FORWARD_ისა და 2016 წლის დეკემბრის თვის საქართველოს სპიკერის მიერ.
ყველას გთხოვთ დაუჭიროთ ამ კონსტიტუციას მხარი!
რეფერენდუმში მონაწილეობისთვის გადადით ბმულზე: http://www.poll-maker.com/poll923713x9C924D69-38
Винагородити
LeD ZePPeLiNsalamandra123salamandra123salamandra123Коментарі (15)
barem konstitucia dageposta pirdapi mere sisxls samartali samokalako samrtali
neta shen ro ar dagezara kanonis dargveva riti isjeba?
yochag kargia, magram me piradad diqtaturis momxre var
TIPMAgadmowera konstituciciis muxlebi da tamashs moargo LOOL shekrebisa da manifestaciis ufleba ugiaret xalxs
shen saagol o7
;ddd kargia es idea ro mogivida da ishrome magram kanonis damrgvevs fizikurad ver dasji ase rom ;d
tan xarvezebia, kongress proporciulad ar virchevt ;d
Aaa kaci yochag dzmao
mapatie magram cota ar iyos ...... ver ari kai ambavi sagadaod kaia
martla sagol :d
Mevaseba es kaci
ra gaadzro , aqac konstitucia da kanonebi
ე ბიჯე ბარემ.დაგედო კონსტიტუცია :-D:-D რას წვობდი კოპირებაზე
1.შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.(ჟურნალებში)
2.ყველა ადამიანს აქვს უფლება შექმნას ჟურნალი და კანონისა და ცენზურის ფარგლებში წეროს სტატიები.
es ra ajab sandaliaa?
cudi ara kaia. kaia namushavaria da kaia rom iwvalet. aq kanonebs vin daicavs rooo????? an ra principit daicavt. axlave ar daitirot an ar daajarimot ra.
@omiko shen stilshi xar