Grizzlys Academy

Опубліковано в державі Georgia - Політичні дебати та аналіз - 23 Dec 2016 14:17 - 8

http://www.picz.ge/img/s1/1612/24/1/10e9fd4172d3.png

✘მოგესალმებით,
მე ვარ Grizzly021

ამ სტატიაში გესაუბრებით ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე
1. დიდი გამარჯვება -  პირველ რიგში გილოცავთ რამდენიმე დღის წინ რუსეთის დამარცხებას, ეს იყო ძალიან დიდი, კარგად დაგეგმილი სამხედრო კამპანიის შედეგი. კერძოდ ჩვენ შევძელით მტერი გამოგვეყვანა საფარიდან და მათი დემიჯი გაგვეფანტა, შემდეგ კი DS-ზე ბრძოლა გაგვიადვილდა და კალინგრადის თავზე ქართული დროშა ავაფრიალეთ.
ამისთავის დიდი მადლობა Pidbula-სა და თითოეულ თქვენგანს უდიდესი წვლილისთვის! თქვენ ხართ გმირები და ნამდვილი პატრიოტები!
მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ გუშინ რუსების წარმატებამ აჯანყებაში დიდი პრობლემის იდენტიფიცირებასთან მიგვიყვანა. ამ პრობლემაზე, ცალკე სტატიით ვისაუბრებ. მანამდე კი ყველას მოგიწოდებთ შეიარაღდეთ და მოემზადოთ რუსეთის საბოლოოდ განადგურებისთვის!
https://www.crossed-flag-pins.com/animated-flag-gif/gifs/Georgia_120-animated-flag-gifs.gif
2. სესხები - როგორც იცით, ეკონომიკის მინისტრმა გამოაქვეყნა სესხების აპლიკაცია. ამ დროისთვის შემოსულია 43 აპლიკაცია. ამ შაბათ-კვირას ყველა აპლიკანტს პირადად გავესაუბრები. დავაკვირდები აბსოლუტურად ყველა დეტალს (სანდოობა, ბიზნეს ხედვა და ა.შ.) თუ რამდენად სანდო და მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის მასზე სესხის გაცემა. 
გასაუბრების პარალელურად შეივსება დოკუმენტი - მსგავსი (აქ სრულად არ ჩანს)
საბოლოო ჯამში სესხების გაცემა შედგება ორ ეტაპად:
1. არსებული ბიუჯეტის გადათვლის შედეგად პირველ ნაკადში მოჰყვება აპლიკანტების ნაწილი.
2. მეორე ნაწილი მოჰყვება იმ ნაკადში, რომელიც ფასდაკლებებზე ბიუჯეტში შემოსული თანხიდან დაფინანსდებიან. უფრო ზუსტად რომ აღვნიშნოთ - მთელი ქვეყანა ფასდაკლების პირველივე საათებში ააშენებს, შემდეგ გამოვიტანთ ბიუჯეტში შესულ ოქროებს და დავაფინანსებთ მეორე ნაკადს.
სავარაუდოდ მეორე ნაკადში უფრო მეტი ოქრო გაიცემა ვიდრე პირველში - ეს დაზუსტებული ჯერ არაა. ხოდა მთელი ერი იხეირებს.

რაც მთავარია სესხების გაცემის დროს გათვალისწინებული იქნება ყველა ნიუანსი, ასე რომ ყურადღებით იყავით! აღარ უნდა განმეორდეს ფულის მითვისების ფაქტი!
https://www.crossed-flag-pins.com/animated-flag-gif/gifs/Georgia_120-animated-flag-gifs.gif
3. საგარეო პოლიტიკა - მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყანა ყველაზე დიდია ფართობით, ყველაზე თვალში საცემი და მტრებისთვის გამაღიზიანებლები ვართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავადექით დიდ და ბრწყინვალე მომავლის გზას - გზას, სადაც მოქმედების არ ეშინიათ და შესაბამისად წარუმატებლობისაც. მაგრამ რა დროს წარუმატებლობაა, როცა ჩვენ დღეს ერთად ვდგავართ - მთელი ქვეყანა ერთად დგას საერთო მიზნებისთვის.  
სწორედ ეს მდგომარეობა მაძლევს საშუალებას, საერთაშორისო ასპარეზზე გადავდგა მყარი ნაბიჯები და განვამტკიცოთ ჩვენი პოზიციები. 
ამის ნათელი მაგალითია, რომ დღეს ჩვენ შევიძინეთ დიდი მეგობარი ბრაზილიის სახით.
https://www.crossed-flag-pins.com/animated-flag-gif/gifs/Georgia_120-animated-flag-gifs.gif
მინდა იცოდეთ, რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია თქვენი აქტიურობა და ის, რომ გააცნობიეროთ რამდენად მნიშვნელოვანი ხართ თქვენ!
დიდი მადლობა იმისთვის, რომ ნამდვილად დგახართ ჩემს გვერდით!  ჩემი გუნდის გვერდით!
მაგრამ გთხოვთ, უფრო მეტი გააკეთოთ, უფრო მეტი მოინდომოთ, უფრო მეტიც და ფონს გავალთ.
საბოლოოდ ძალიან მაგარ ქვეყანას ავაშენებთ! თუ უფრო მეტად გაითვალისწინებთ ჩვენს მოწოდებებს,
თუ უფრო მეტად მეტს მოინდომებთ!
უმეტეს წილად არ ჩანს, უფრო სწორად არ ჩანს ხოლმე, როცა მე და ჩემი გუნდი დღეს ვიწყებთ ერევით და ვასრულებთ ერევით.
უკვე უამრავჯერ გამოვატარეთ ქვეყანა ბეწვის ხიდს, ერთი არასწორი გადაწყვეტილება, სიტყვა და ხრამში გადავიჩეხებოდით.
ასე, რომ მინდა იცოდეთ
ჩვენ ვართ თქვენთან
და
მოგიწოდებთ, მთელი პასუხისმგებლობით 
მოეკიდოთ ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს.
* - იმედი მაქვს ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ და ხვალ დავდებ სტატიებს, რის შემდეგაც თქვენი ჩართულობა გაიზრდება და გაათმაგებული ძალებით გავაგრძელებთ ქვეყნის მშენებლობას!

პატივისცემით მე

Винагородити

Death Angel AzrielBlackfuryZE BUNDAsalamandra123nika nika georgia 123HeLL KnNiGhTDstranGEBokeraCRMukhraninikoloz I

Коментарі (8)

კარგი ჯანდაბას ვაღიარებ,კარგი პრეზიდენტი ხარ :დ ნუ კომუნიკაციაში იდეალური!
erejs amas shen ambob? ar mjera beasti saflavsshi trialebs Laugh Laugh
EReJS ეგ სიტყვები ღამეების თევად დამიჯდა. მიხარია მიხარია Kiss
Me xom vambobdi,magram ar mijerebdit sazogadoeba. Miaweqi Tengiz. Mtavari saqartveloa.
o7 ertobit yvelafers shevdzlebt Wink
o7 mafa moidaaa Laugh Laugh
Es statia rato ar vicodi ? Laugh albat brdzolashi gaverteLaugh ^_^
o7