sashishi istoriebi

Опубліковано в державі Georgia - Соціальна взаємодія та розваги - 27 Dec 2016 07:19 - 4

-ეშლ გაიღვიძე!
ამ სიტყვებმა გამომაღვიძა.
საავადმყოფოში ვიყავი, თეთრ პერანგსა და საბანში გახვეული.
მციოდა, არა ეს უფრო ტკივილის შეგრძნება იყო. ნეტავ დამესიზმრა ყველაფერი?
იქნებ ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო?
უამრავი კითხვა მიტრიალებდა. ლამის იყო თავი გამსკდომოდა საფიქრელისგან. ცუდად ვიყავი იმის ძალაც არ მქონდა რომ მეტირა და ამით გულის ტკივილი შემემსუბუქებინა.
თავზე ჯონი მადგა, უკან ნიკი და ჯონის მეგობარი გოგო.
უკვე ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდაა... 
წუთიერი დუმილის შემდეგ პირველი სიტყვა რაც წარმოვთქვი "დედა" იყო.
-დედასდაუძახეთ! რატომ არააა აქ? 
ის ხომ სულ გვერდშიმიდგას! მაგრამ რატომღაც ვერ ვხედავ, 
სადააა? რატომ არაა თქვენთან ერთად. წამოვდექი და პალატაში დავბიდიალობდი, ისტერიკებში ჩავარდი... ვწიოდი, ვყვიროდი, ვქვითინებდი...
ხმას არავინ იღებდა, ყველა დამწუხრებული სახით მიყურებდა.
ჩემი თავის მოგიჟიანება უკვე ზღვარს გასცდა, ძლივს მაკავებდნენ.
ბოლოს ნიკმა შესძლო, დავეჭირე, ძალზე ძლიერი აღმოჩნდა. 
ექთანმა დამამშვიდებელი გამიკეთა...
რომ გავიღვიძე მამა მოვინახულე, ისიც ძალზე განიცდიდა, ხმა ჩვარდნოდა და დანაღვლიანებული მიყურებდა.
ასე წამებაში გავიდა 2დღე.
მესამე დღეს დედა დავასაფლავეთ და საფლავთან საბოლოოდ მოსანახულებლად შევიკრიბეთ.სასაფლაოსთან მღვდელი, დედას ახლობლები, მამა და ჩემი მეგობრები შეკრებილიყვნენ. ნიკიც და ჯონოს მეგობარიც აქ იყო.
ყველა ქვითინებდა, ზოგი თავს მაჩვენებდა რომ ძალზე განიცდიდა თუმცა ჩემი ინსტიტიქტის მოტყუება ძალზე რთული იყო.
მღვდელი თავის საქმეს ასრულებდა, სიმშვიდეს მისი ღვთიური ხმა არღვევდა. 
იცით რაშეგრძნებაა როცა საყვარელი ადამიანი გიკვდება? 
ეს ეს.. ენით აუღწერელი ტკივილია.
ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ რა იქნება ცხოვრება მათ გარეშე ვინც აიცოცზლეს გირჩევნიათ?
თანაც დედა...
დედა ეს ადამიანია რომელმაც 9თვე მუცლით გატარა, გაგზარდა გიპატრონა, და ჰოპ უცებ გაქრა. წავიდა! 
-"ღმერთო ყველა დაიფარე ამგვარი განსაცდელისან" - მამაომ თავისი საქმე რომ მოამთავრა, სტუმრებთან ერთად წავიდა. საფლავზე მხოლოდ მე და ლუკი დავრჩით.
-ჩვენი წასვლოს დროა - მითხრა თვალებაცრემლიანებულმა ლუკმა.
-გთხოვ წადი! ცოტახანს მარტო ყოფნა მინდა, სახლში თვითონ დავბრუნდები.
-კი მაგრამ,
-გთხოვ ლუკ, გთხოვ.
-კარგი ეშლ, თავს გაუფრთხილდი, შუბლზე მაკოცა და წავიდა.
დედის სსაფლავუს ქვას მივეხუტე და ტირილი დავიწყე, ვქვითინებდიი, ასე ტკივილიუფრო მიმსუბუქებოდა. თუნცა ყელში გაჩხერილ ბურთს ვერაფერს ვუხერხებდი.
სამყარო თითქოს შენელდა, არა უფრო ვიტყოდი სამუდამოდ გაჩერდა.
პატარა რომ ვიყავი, სხვის აზრებს ვკითხულობდი, გიჟურად ჟღერს თუმცა, უცნაური ქცევები მქონდა. ამიტომაც ყველა დამცინოდა და ჯადოქარს და მსგავს უაზრო სახელებს მეძახდნენ. დედა კი ყოველთვის ყველასგან მიცავდა, არასდროს არავისთვის შეურჩენია ჩემი ცრემლები. დედა ეს ჩემი მოსიარულე უფრთო ანგელოზი იყო.
ასე გადიოდა წუთები, ის წუთები რომელიც წესით ბედნიერი უნდა ყოფილიყო.
დედის საფლავის ქვასთან ჩამძინებოდა.
თვალები რომ გავახილე უკვე დაბნელებულიყო, ჩემისახლის უკან მდებარე ტყეში დედის საფლავთან ვიჯექი და დასივებული თვალებით შევცქეროდი საფლავის ლოდს სადაც დიდი ყვითელი ასოებით იკითხებოდა სახელი და გვარი: "ჯენიფერ ევანსი".
ფეხზე წამოვდექი, თავიდან შევბარბაცდი თუმცა ბოლოს წელში გავიმართე და საფლავზე წითელი დატოვების შემდეგ შინ წავედი.
ტყე საკმაოდ დიდი იყო, ტყის ბოლოში სასაფლაოები იყო, ტყეს გასცებოდი თუ არა, მეორე მხარეს კი ჩემი სახლი და უბანი. ნახევარი საათის სიარულის შემდეგ ცოტა ხანს შევისვენე.
გაზაფხული იყო, ამ ტყეში კი ნადირი არასოდეს ენახათ წყნარი, სუფთა და სევდიანი ტყე იყო ამიტომაც დამშვიდებული დავდიოდი.
ტელეფონსდავხედე ლუკს წერილი მოეწერა. პასუხი მივწერე და გზა განვაგრძე:
-შემდეგი ვინ მოვკლა პატარავ? 
სისხლი გამეყინა, ყელში ბურთმა გაზრდა დაიწყო, ამაყად შევბრუნდი უკან და იმ ლაჩარს თვალი თვალში გავუყარე.
-ოუ, ეს სიამაყე დაგვყუპავს ადამიანებს.
-ბედნიერიხარ? - ვკითხე ირონიულად.
-ჯერ არა, და იქამდე არ ვიქნები სანამ შენ სახლში სისხლ ამოვლებულ ლუკს არ ნახავ.
-რაა?
-თუ მალე მიხვალ, მით მალე გავიხარებ - თქვა და აკისკისდა.
-ლუუუუკ! - ვიყვირე და სირბილით გავიქეცი სახლში.
2ჯერ ფეხიც წამოვკარი და შევბარბაცდი თუმცა შინ მალევე მივედი. შესასვლელი კარი ღია იყო, სახლში შევირბინე კიბეეები სისხლით მოსვრილიყო, ზემოთ ავირბინე და ფეხი ამისრიალდა. კიბეეებიდან დავგორდი და კვლავ გავითიშე.
თვალი რომ გავახილე ლუკის დიდ თაფლისფერ თვალებს შევეჩეხე.
-ღმერთო, ლუუკკ! კარგად ხარ?
-ეშლ, მაგას მეუნდა გეკითხებოდე.
-ესეიგი შენ ცოცხალიხარ?-რა ჯანდაბა მომივიდოდა?
რამდენიმე წუთი მარტო იმაზე ვსაუბრობდით უვნებელი იყო თუ არა.
შემდეგ ექიმი შემოვიდა და შემზარავი ამბავი გვითხრა.-ლუკ თქვენი და მინიმუმ 2კვირა სიარულს ვერ შესძლებს.
http://www.picz.ge/img/s4/1612/27/0/08a80b32b072.jpg

Винагородити

DstranGEZE BUNDA

Коментарі (4)

სამწუხაროა...
auu gaagrdzele raa magrad chamitria Wink Wink
Esraajafsandalia Laugh damidzaxon me dedasvutireb imchatlaxs... gaagrdzele uechveli Wink
auu imena induri serialia damtavreba ar egirsa Laugh