Georgian chronicles

Опубліковано в державі Georgia - Перші кроки в eRevollution - 16 Feb 2017 04:50 - 15

ჩემო ძვირფასო მხარდამჭერებო და სრულიად ესაქართველოვ

გუშინ კონგრესის არჩევნებზე ვიყრიდი კენჭს თუ ვინმე დარჩა ისეთი ვინც ჯერ არ იცის, მივიღე უდიდესი მხარდაჭერა ჩემი საყვარელი ხალხისგან.
მინდა თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ მადლობა გვერდში დგომისთვის რათა დამიფასეთ ჩემი ორ თვიანი მუშაობა.


მე ისევ ვაგრძელებ დიდი შემართებით მუშაობას თითოეული თქვენგანისთვის და მთელი ესაქართველოსთვის.
დაბლა წარმოდიგენთ რას ვაკეთებდი და რა გეგმები მაქვს სამომავლოდ, ასევე ორი სიტყვით გეტყვით ჩემ შესახებ.

http://image.prntscr.com/image/3a4d0e07baae42a395b9813545f66c49.png


1) რა გავაკეთე?

1.1) ამ ორი თვის განმავლობაში გაკეთდა 4 დიდი ბეიბიბუმი (ერთერთი ჩემი დაფინანსებით), მე და ჩემი გუნდი თავჩაუხრელად ვმუშაობდით და ვათენებდით, რომ თითოელ თქვენგანს დათმობოდა სათანადო ყურადღება და რაც შეიძლება მეტი ძვირფასი ადამიანი დარჩენილიყო თამაშში.

1.2) ორი თვის განმავლობაში საკუთარი ბიუჯეტიდან ვარიგებდი ათობით სახლს, ათასობით იარაღს და ასიათასობით ენერგიას. ასევე ვცდილობდი
რაც შეიძლება მეტი ფინანსურად ძლიერი მოთამაშე ჩართულიყო თქვენს დაფინანსებაში და არ მოგკლებოდათ არაფერი. 

1.3) იანვრის თვეში გავწმინდეთ ორჯერ კადეტების დანაყოფი თამაშ-თავდანებებული (150-200) მოთამაშისგან, რამაც დაგვანახა თუ რამდენი ქმედითუნარიანი ადამიანი გვყავს დანაყოფში და რეალურად რისი მიღწევა შეგვიძლია ჩვენ ერთად.

1.4) იანვრის თვეში ასევე ჩავატარეთ საყოველთაო გამოკითხვა, რომელშიც კადეტების დანაყოფიდან მონაწილეობა მიიღო 30-დან 40 კაცამდე და მათზე სრული ინფორმაცია მქონდა მათი სავარჯიშოებისა თუ აქტიურობის შესახებ. ეს ყველაფერი ემსახურებოდა სესხების პროგრამას რათა მიგეღოთ დაფინანსება და აგეწიათ სავარჯიშოები 25%-იანი ფასდაკლებით.

1.5) სამი კვირის წინ კადეტების დანაყოფმა მიიღო სერიოზულ საზღვაო ბრძოლებში მონაწილეობა სერბეთის წინააღმდეგ, დაფინანსდა თითოეული მოთამაშე გემებით და საკვებით. თქვენ დაანახეთ ქვეყანას თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი როლი საზღვაო ბრძოლებში და არა მარტო, ჩვენმა დანაყოფმა უდიდესი ზიანი მიაღენა მტერს და მოვიპოვეთ გამარჯვებაც.

1.6) გუშინ 15 იანვარს მოვიპოვე დაფინანსება ბიუჯეტიდან, ეს კი იმას ნიშნავს რომ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში არცერთ თქვენგანს არ მოაკლდება სახლი და საკვები, რაც შესაძლებლობას მოგცემთ დაზოგოთ ზემო აღნიშნულ პროდუქტზე თანხები და თავი მოუყაროთ საკუთარ ფინანსებს და სწრაფად განავითაროდ სავარჯიშოები.


http://image.prntscr.com/image/3a4d0e07baae42a395b9813545f66c49.png

2) რა არის ჩემთვის ამჟამინდელი დაკავებული პოსტები (განათლების მინისტრი, კადეტების სარდალი, კონგრესმენი)?

ჩემთვის ეს პოსტები ნიშნავს დამატებით პასუხისმგებლობას ესაქართველოს მიმართ, მაგრამ მე საქმის კეთება დავიწყე მანამდე სანამ ზემოაღნიშნულ პოსტებს დავიკავებდი და ამიტომ მე ჩემი საქმის კეთებას პოსტებით თუ პოსტების გარეშე მაინც გავაგრძელებ, რადგან ამით მე დიდი სიამოვნებას ვიღებ თამაშში და ამ საქმეში ვიპოვე ჩემი თავიც. რა არის იმაზე დიდი გრძნობა, ყოველდღე ათობით ადამიანს რო ეხმარები და მათგან მოდის უდიდესი სიყვარული, უყურებ თუ როგორი ბედნიერები და გახარებულები არიან, ძალიან გადამგდებია ეს ემოციები და მეც მთელი დღე ხალისიანად და მთელი შემართებით ვახერხებ მუშაობას ხოლმე.


http://image.prntscr.com/image/3a4d0e07baae42a395b9813545f66c49.png

3) რას ვაპირებ?

3.1) ესაქართველოს ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების (ოქროს) გონივრულად დახარჯვას, მაქსიმალურად შევეცდები იაფად შევიძინო სახლები და საკვები, რადგან თითოეულ თქვენგანს უფრო მეტი შეგხვდეთ.

3.2) აღირიცხება დეტალურად ესაქართველოს ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით დარიგებული თითოეული ენერგია და სახლები, რადგან ვინმეს ხელი არ წაუცდეს და თქვენთვის განკუთვნილი ფულით ხელი არ მოითბოს.

3.3) ყველა მნიშვნელოვან საზღვაო ბრძოლებში მაქსიმალურ მობილიზებას გავაკეთებ და თქვენი დახმარებით უდიდეს ზიანს მივაყენებთ მოწინააღმდეგეს.

3.4)
გაიწმინდება ხელახლა კადეტები თამაშ-თავდანებებული ხალხისგან და ასევე მოვუწოდებ მათ ვინც უკვე 3000 ძალას გადასცდა გადავიდნენ შესაბამის დანაყოფში და იქიდან იბრძოლონ.

3.5) ვეცდები ყოველთვის ქონდეს დაფინანსება ბიუჯეტიდან კადეტების დანაყოფს, რომელი მთავრობაც არ უნდა სათავეში ვიბრძოლებ იმისთვის რომ თქვენ ყურადღების ცენტრში იყოთ და არ მოგაკლდეთ შესაბამისი პროდუქტები რაც მნიშვნელოვანია თქვენი სწრაფი განვითარებისათვის.

3.6) არასდროს დავტოვებ თითოეული თქვენგანის წერილს უპასუხოდ და ყველას მოგექცევათ სათანადო ყურადღება ჩემგან და ასევე ჩემი ხარჯებითაც გავაგრძელებ თქვენ დაფინანსებას ისევე როგორც უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ვაკეთებდი.


http://image.prntscr.com/image/3a4d0e07baae42a395b9813545f66c49.png

და ბოლოს...

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის, განურჩევლად პარტიისა, დანაყოფისა თუ ძალის სიდიდის. იპოვეთ თქვენი თავი ამ თამაშში და აკეთეთ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეები და მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება.
წარმატებებს გისურვებთ ყველას. მადლობა ყურადღებისთვის.

Винагородити

BagratiAdmiral GeobodyOSGagashuman987Grizzly021Grizzly021M A N T E XGiorgi Omanashvili

Коментарі (15)

jigari xar o7
კაცური კაციი. გენაცვალე წარმატებეი
kai xar Kiss
წარმატებები. კარგი მუშა ფუტკარი ხარ!
O7 Smile
აგერ ბიჭო კაცი... საქმის მკეთებელი... ჩუმათ აკეთებს და ამას უფრო ხედავს ხალხი ! გენაცვალე მაგარი კაცი ხარ ! წარმატებები ძმაო ! O7 რამეში დაგჭირდე ეგრევე თქვი არ მოგერიდოს... პრეზიდენტობაზეც მოგცემდი ხმას Laughdd (გავუხეთქო გული პრეზოს კანდიდატურებს) Laughdd
იმენა ყველაზე მაგარი სარდალი Kiss o7
არ ვნანობ რომ ხმა შენ მოგეცი Smile o7
მე ვამაყობ ამ ადამიანით o7 თავდაუზოგავი, გულიანი და ოქრო კაცი Kiss მეტი ხვიჩა ჩვენს ქვეყანას!
o7
imena jigari kacia SmileSmile 07
o7
warmatebebii
o7 დასაფასებელია ამ კაცის მუშაობა. ყოველდღე მხვდება მოწერილი - როდის და ვის უნდა შევუტიოთ.
o7