Опубліковано в державі Georgia - Військова аналітика - 28 Jun 2017 00:49 - 17
მოგესალმებით,
წარმოგიდგენთ Grizzlys Academy-ს პირველ ფინალურ ანგარიშს
ჩემი უმთავრესი მისია, პასიური და მუღამდაკარგული მოთამაშეების შეკრება, მათი აქაუნთების განვითარება და საქვეყნო საქმეში ჩართვა იყო. ისინი იყვნენ კადეტები ამ ქაოტურ რეალობაში. აკადემიამ პირველ რიგში გაათავისუფლა საქართველო მოღალატეებისგან, გაანეიტრალა ყველა დესტრუქციული ძალა ქვეყანაში, თითქმის ორითვის განმავლობაში მხოლოდ აკადემია იბრძოდა ორგანიზებულად ქვეყნის ბრძოლებში (იმედია ეს არ დაგავიწყდათ). ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საქვეყნო მიზნებისთვის თამაშის ახალი სტილი, ჩამოვაყალიბეთ მობილიზაციის სისტემა (დავნერგეთ სახელმწიფოში), საქმეთა გადანაწილების და სულისკვეთების ახალი ტალღა.
მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისთვის დადო 111 მლრდ დემიჯი.
ქვეყანაში დაიკავა ღირსეული მე-4 ადგილი და მსოფლიოში 63-ე.
უსწრებს სხვადასხვა ქვეყნის მთავარ სამხედრო დანაყოფებს.
მეგობრებო,
გასული 4 თვის მანძილზე აკადემიამ გამოიარა ძალიან საინტერესო, სახალისო და ბევრი აღტაცებით სავსე დღეები. მე შევიძინე ძალიან ბევრი, როგორც ჩემზე დიდი ასევე უმცროსი მეგობარი. მე ყოველდღიურად ვხედავდი მათ უზადო შემართებას. ყოველდღე ვხედავდი, მათ მონდომებას, რომ ეკეთებინათ, დახარჯულიყვნენ ბოლომდე დასახული მიზნების მისაღწევად.
ვერ აღვწერ მე მათ დამსახურებას, თავგანწირვას, მონდომებას.
ბევრისთვის უცნობია, თუ რამდენი შრომა ჩადეს საქვეყნო საქმეში. ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუ რაოდენ დიდი ენერგია დახარჯეს ქვეყნისთვის. და მე ყოველთვის ვიამაყებ ამით!
მე ყოველთვის ვიამაყებ ამ ადამიანებით: mushka, PUGNATOR, BokeraCR, EndOfMe, tedo123, Fortitudine, Cavea, DavisM, 77GIGI77, BALANTA BALANTA, MANTEX, BarBosSa13, Noriega, OSgaga, xBeoWulfx, Qurcika, DareDevil, ENIGMA2, nikoloz I, GeoKamko, Jeronimmo.
ვაცხადებ GA-ს პირველი კურსის დასასრულს. სიამაყით გავიხსნებ აკადემიელებთან ერთად გატარებულ თითოეულ წუთს!
ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი პატივი.
თქვენ ახლა შეგიძლიათ გადანაწილდეთ სხვადასხვა ქართულ დანაყოფში,ან დარჩეთ როგორც საპატიო წევრები და ისარგებლოთ GA-ს ახალ ეტაპზე მოცემული შესაძლებლობებით. ვინაიდან და რადგანაც, აკადემია უახლოეს პერიოდში დაიწყებს ახალი ჯგუფის მიღებას და ახალი სახით წარდგება საქართველოს წინაშე.
ჩემო აკადემიელებო და გულითადო მეგობრებო, ახლა შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი და როგორც სრულფასოვანმა ძლიერმა მოთამაშეებმა აირჩიოთ თქვენი გზა თამაშში. მაგრამ გახსოვდეთ, მე თენგო კალანდაძე ოთხი წელია ვთამაშობ ამ თამაშს. შემიძლია დავიფიცო, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთჯერ მაქვს შეცვლილი მოქალაქეობა, როცა გასულ წელს უკრაინას დავეხმარე თავდაცვაში და მაშინვე უკან დავბრუნდი. ჩემი ამომავალი წერტილი იყო ყოველთვის ის, რომ თამაშში წარმომედგინა ჩემი ქვეყანა და მებრძოლა მისთვის. მე აკადემია დავაარსე არა იმიტომ, რომ ძალაუფლება ჩამეგდო ხელში, არა იმისთვის რომ ვინმე დამეჩაგრა, არა იმისთვის რომ მე ვინმეზე რამით მეტი ვარ, არამედ იმისთვის რომ გადამერჩინა ქვეყანა და შემექმნა ახალი სოციუმი, თანამედროვე საზოგადოება, რომელიც არ დაუშვებდა იმ უპატიებელ შეცდომებს, რომელიც ქვეყნის მოღალატეებმა დაუშვეს.
ჩემო აკადემიელებო და გულითადო მეგობრებო ყოველთვის ეცადეთ რომ აჯობოთ პირად ინტერესებს. ყოველთვის ეცადეთ, რომ იყოთ კუჭზე მოფიქრალთა ზემოთ. ყოველთვის ითამაშეთ იმ იდეალებით, რომელიც არა მხოლოდ თქვენ, არამედ მთელ საზოგადოებას მოუტანს სარგებელს. და თუ თქვენ აჯობებთ საკუთარ ამბიციებს და იქნებით საქვეყნოდ მოფიქრალნი, მაშინ თქვენ გაიმარჯვებთ!
ერთადერთი რეცეპტი წარმატების მიღწევისა, არის სწორედ შეუდრეკელი ბრძოლა საკუთარ თავში არსებულ იმ ეშმაკთან, რომელიც პირად ინტერესებს ქვეყნისაზე წინ დაგაყენებინებთ.
არასოდეს შეხედოთ სხვა! სხვა შეიძლება დაეცეს, იყოს ცუდი, იყოს ხარბი და შურიანი. მაგრამ არ დაუშვათ, რომ მის საქციელს ასეთივეთი უპასუხოთ. არ დაუშვათ, რომ დაეცეთ მის დონემდე. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სხვა თუ არის ცუდი, მაშინ შენ უნდა იყო უკეთესი! თქვენს საქციელს, არასოდეს გაამართლებს არგუმენტი სხვისი სიცუდის შესახებ, იმიტომ რომ თქვენ ხართ დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანები.
გახსოვდეთ, რომ პრობლემებს არასოდეს გაექცეთ, არამედ პრობლემებს თავით შეეჯახეთ და დაანგრიეთ ბოლომდე!
იდექით მყარად!
ჩემო აკადემიელებო და გულითადო მეგობრებო, თქვენ ხართ ქართველი მოთამაშეები და გახსოვდეთ, რომ თქვენ თამაშში შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ ქართველებს ერთიანობა შეუძლიათ! გახსოვდეთ რომ საქართველო არის ერთი! და ვერავინ და ვერაფერი შეცვლის მას!
იყავით თავდაჯერებულები!
იყავით ამაყი საქართველოს ღირსეული გეიმერები, რომლებიც შეუპოვრად წარმოაჩენენ თავიანთ ქვეყანას o7
ძალიან მიჭირს ამ სტატიის გამოქვეყნება, მაგრამ სიხარულს მანიჭებს ის გეგმები,
რომელიც აკადემიას ახალი გეიმერებით შეავსებს და აღზრდის ნამდვილ პატრიოტ მოთამაშეებად o7
გისურვებთ წარმატებას!
იყავით მედგრად!
პატივისცემით მე Grizzly021
ყოველი მთის დალაშქვრისას, შენს წინ იშლება კიდევ უფრო მაღალი მთები,
რომელთა დალაშქვრაც მხოლოდ შენ მოგიწევს!
* რამდენიმე დღეში აკადემია ახალ ეტაპს დაიწყებს, დაელოდეთ სტატიას!
Винагородити
El TarloKamKo 69NoriegaDareDevilGigaКоментарі (17)
o7 namdvilad kargad gaartva tqvenma akademiam tavi yvelafers madloba tqven .
grizli dezinfeqciis ministrad o7
Tengo argapatieb 😂😂😂😂😂
o7
რა ენა გაქ შენნ ) კიდევ შევხვდებით o7
მე ვამაყობ რო აკადემიის აღზრდილი ვარ ❤❤❤❤
madloba tavgasiebulo. chemi tavi mainc ar mogartvi kidev ertxel madloba mxarshi dgomistvis da ertmaneti rom gagvacani. GA yvelaze magari MU iyo romelshidac me vyopilvar. GA iqneba isev ertad ogond ara akademiashi da ara tengos gverdit. madloba kidev ertxel
მადლობა შენ ამ დაუვიწყარი მომენტებისთვის მე ვამაყოფ რომ ეს ხალხი გავიცანი დაა ჩემი მეგობრები არიან ... უღალატო დაა მებრძოლი ხალხი რომელთაც თავი გაწირეს .. ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა ჩემო ფიურერო მე ვამაყობ შენით ...
#მადლობა შენ ამ დაუვიწყარი მომენტებისთვის
შენ შეიძლება გძულვართ მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარხარ ჩვენო თავგასიებულო ... საუკეთესო მუ იყო და არასოდეს დამავიწყდება ...
#მადლობა შენ ამ დაუვიწყარი მომენტებისთვის
#ვრჩები
#SeeYAgain madloba
მადლობა რომ ერევს თამაშობ და ქართველი ხარ
Sagol Tengo kargad tqvi tqvii warnatebebi axali talgis agzrdashi da warnatebebi .😘