Опубліковано в державі Georgia - Політичні дебати та аналіз - 05 Jul 2017 15:13 - 13
მოგესალმებით,
ჩემო მეგობრებო, ჩემო მტრებო თუ უბრალოდ ესაქართველოს მოქალაქეებო.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყანა მრავალი გამარჯვების და დამარცხების შემდეგ განსაცდელშია. გარე მტრების გაერთიანებული ძალისხმევით ბევრი რამ დავკარგეთ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ნაწილში. მაგრამ არ დაგვიკარგავს მიზანი, შემართება და სურვილი, რათა კვლავ ვიბრძოლოთ უკეთესი საქართველოს შესაქმნელად.
არ დაგვიკარგავს ღირსეული მეგობრის სახელი! და ისტორიაში არასოდეს ჩავიწერებთ, როგორც მოღალატეები!
უშუალოდ სანამ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრებდე მინდა მოგითხროთ ქვეყნის მართვის ჩემეული ხედვების შესახებ.
უკვე დიდი ხანია მიცნობთ, ბევრი თქვენგანი წლების წინ გავიცანი და ასე თუ ისე ბევრი გვიმოღვაწია ერთად. ბევრი თქვენგანისგან არაერთი ბრალდება მიმიღია, არაერთი შექება და გვერდში დგომა. მაგრამ ყოველთვის ვახერხებდი, რომ დასახული მიზნითვის მიმეღწია.
დავიწყოთ სულ თავიდან.
1. არავის ეგონა, რომ 5 დეკემბერს გავიმარჯვებდი თქვენთვის ჯერ კიდევ უცნობი კანდიდატი. მაგრამ ყველას მოულოდნელად ეს შევძელი ჩემს საყვარელ ხალხთან ერთად. 30 დღე აქ გავათენე და დავაღამე. მეგობარ გოგოსთან ერთადაც რო ვიყავი, მაშინაც ვთამაშობდი. არ ვეშვებოდი, რადგან მქონდა პასუხისმგებლობა. ვმუშაობდი და პარალელურად ვთამაშობდი. მინუსებში გადასული ქვეყანა მოაბრუნა ჩემს გუნდმა. არავინ რო არ მოთხოვდა ისეთი დაკარგული ფული მოვითხოვეთ წინა მთავრობებისგან. იმ დროისთვის წარმოუდგენლად დიდი ბიუჯეტი შევაგროვეთ და გავეცით სესხები. წარმატებით დავასრულეთ ომი.
შემდეგი იყო პრემიერობა, რამდენიმეჯერ მარში მოაწყვეს მახარისტებმა. რატომ? იმიტომ რომ თურმე მათი ბელადი პოლიტიკურად შეწუხებულიყო. მუქარა არ გაინტერესებთ? გადააყენეთ გრიზლი თორე ქვეყანას დავშლითო. ავღანეთში მიდიოდნენ ბარტყები. მივდექით-მოვედექით და ჩავუშალეთ ეს გეგმა. შემდეგ ერთმანეთს აბრალებდნენ შენ დაგეგმე ქვეყნის დაშლა და არა შენო. დიდი პატრიოტებივით იბრიქებოდნენ.
2. ყოველ აღმასვლას დაღმასვლა მოყვებაო ნათქვამია. შემდეგ თვეში დაიწყო შავ-ბნელი ხანა, როცა პირადი ინტერესები უფრო წინ დააყენეს ვიდრე ქვეყნის. ეს იყო პერიოდი, როცა პრეზიდენტის მედლის დაკარგვამ გარკვეულ ძალებს ქაოსის დაწყებისკენ უბიძგა. მთელი ქვეყანა აიმღვრა. მიდიოდნენ გარეთ, ტოვებდნენ თამაშს. მთავარი იყო გრიზლის მოშორება.
მთელი ჩემი გეგმა კრიზისმენეჯმენტსა და ერთობლივ მუშაობაზე იყო გათვლილი, მაგრამ როცა გარკვეული ძალა სრულ ქაოსს აწყობს. სჯობს ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და მისცე საშუალება, ამ ხალხმა დაამტკიცონ თავიანთი შესაძლებლობები.
დაამტკიცეს. სრული ქაოსი! განუკითხაობა! ტერიტორიების დათმობა! როგორც კი მოწინააღმდეგე გუნდმა ხელში აიღო ძალაუფლება დაიშალენ. ერთმანეთს ექიშპებოდნენ. მაგრამ მათ აერთიანებდათ ერთი დიდი გრძნობა - ძირს გრიზლი! მთავარია გრიზლი მოშორდეს და ქვეყნის დედაც!
მე დავუთმე და ყველამ თავიანთი სახე აჩვენა!
3. შემდეგ რამდენიმე ძალამ ჩაიბარა ქვეყნის ხელისუფლება (თვის ბოლომდე ვერცერთი ქაჩავდა). ყველამ აჩვენა თავისი შესაძლებლობები და დადგა ის, დრო როცა ერთ დროს უკიდურესად გადამტერებული ადამიანები გაერთიანდნენ. რას ნიშნავდა ეს? - ეს იყო ნაბიჯი იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობდა ხალხი, რომლებიც საკუთარ პირად ინტერესებს, შეხედულებებს გადააბიჯებდნენ და ქვეყანას დაეხმარებოდნენ ერთად!
მე და Aveun-მა დავალაგეთ გეგმები, ყველანაირი ძალადობის გარეშე მშვიდად დავითანხმეთ legolas, რომ გადმოებარებინა თანამდებობა და შევუდექით ქვეყნის ტრაკიდან გამოყვანის ოპერაციას სახელწოდებით - რა რიგ ტკბილია სამშობლოვ შენი მტკვარი და რიონი შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი!
დავაწყვეთ გეგმები. სამხედრო, ეკონომიკური, საგარეო პოლიტიკის ახალი კურსი შევიმუშავეთ. არ გავურბოდით პრობლემებს, არამედ მათ თავით ვეჯახებოდით და არ ვეშვებოდით მანამ, სანამ პრობლემას ბოლომდე არ გადავჭრიდით. მივაღწიეთ არაერთ მწვერვალს, განვიცადეთ არაერთი მარცხი და ყველა ერთად ავედით იმ დონეზე, რაზეც ბევრი ჯერ კიდევ ვერ იოცნებებდა. დღეს უფრო დიდი ტრაკი გვაქვს!
როგორ შევძელით ეს?
ჩემი უპირველეისი პრინციპია, რომ გუნდის წევრად შევარჩიო მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ყველაფერს დათმობენ ქვეყნისთვის. მათ არ აქვთ პირადი ინტერესები, არ არიან ორპირები და არ არიან ის ხალხი, რომლებიც თანამდებობისთვის ყველაფერს დათმობენ.
მე მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ ამ დამპალ ეპოქაში, ვირტუალურ სამყაროში მაინც ერთიანი და ძლიერი იყოს საქართველო. თითქოს ასე ვიკლავთ ჟინს, რომელიც რეალურ სამყაროში არ გვაქვს (ჯერჯერობით).
მე მჯერა ადამიანების, რომლებიც მზად არიან საერთო ინტერესებიდან გამომდინარე გადადონ გვერდით ყველაფერი და ქვეყნისთვის იბრძოლონ. არ მჯერა იმ ხალხის ვისაც პოლიტიკა ტრაკის თამაში ჰგონია, რომელიც მზადაა ქვეყნის სტაბილურობა პირად სიმპათიებს გადააყოლოს, მაშინ როცა მას უკეთესის გაკეთების უნარი არ შესწევს და სხვასაც ხელს უშლის.
მთელ ამ პროცესში თვითდინების კალაპოტში ჩაჯდა ქვეყნის გაწმენდა კონფლიქტური ხალხისგან. მას შემდეგ რაც ჩვენი გუნდია ხელისუფლებაში და იმ ქაოტურმა ძალამ ემიგრაცია დაიწყო. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს შიდა ჩათში ჩხუბი მოხდა. ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სამკვდროსასიცოცხლოდ (არ ჩავთვლი გიგას და პავლიკას კინკლაობას :დ).
ამ თვის დასაწყისში ჩემი ერთი მეგობარი დაუპირისპირდა მთავრობას. იმპიჩმენტისა და ქვეყნის დამაქცევრების რიტორიკით არ ჩერდებოდა. რა თქმა უნდა მივიხედე, მოვიხედე და ამის საფუძველი არ არსებობდა. ის მხოლოდ განაწყენებული იყო, იმაზე რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს, სხვით ჩაანაცვლეს და მე არ დავიცავი.
რა თქმა უნდა ჩემი მეგობარიც არ დავინდე და ვუთხარი სიმართლე. არავითარ შემთხვევაში! არავითარ ბავშვურ საქციელს არ გადავაყოლებდი ქვეყნის სტაბილურობას. ჩემი მეგობარი იყო და იმიტომაც დავუდექი პირსპირ. მე ის ძალიან მიყვარს! მიხვდება, როცა წაიკითხავს!
იყო პერიოდი, როცა ჩემი უახლოესი გარემოცვა მთავაზობდა ბიუჯეტის მოპარვას, რევოლუციას (ამის ყველანაირი შესაძლებლობა გვქონდა), მთავაზობდა სრულ ავტორიტარისტულ მმართველობას. არ ვთანხმდებოდი. მათ ჩემი უარი სწყინდათ. ბევრს მოსწონს რევოლუციონერის როლი, მაგრამ იმის იქეთ არ იხედებიან. ძალადობა წარმოშობს ძალადობას და გახსოვდეთ, რომ ვერასოდეს ვერ მოიტანენ ქვეყნისთვის კარგ შედეგს ის ადამიანები, რომლებიც პირად ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე ქვეყნისას.
მე შევქმენი აკადემია, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ელიტარულ მებრძოლებს. მეტიც მათზე ბევრსაც დებდნენ ბრძოლაში. გვქონდა საათივით აწყობილი სისტემა და როცა ქვეყანას დასჭირდა ქვეყნის სისტემაზე გადავაწყვე. დავთმე ის აკადემიური მარშირებული წყობა. ბევრი ჩემიანი გაბრაზდა ამის გამო. მაგრამ არაფრის კეთებას არ აქვს აზრი, თუ ქვეყანას არ მოახმარე. მე დავთმე, რათა ქვეყანას ასე ჭირდებოდა!
უკვე მეორე ფასდაკლებაა არაფერი ჩამიდგამს აქაუნთზე. ერთი იანვარში რო ჩავდგი, იმის მერე ფეხიც არ გაუნძრევია ჩემს აქაუნთს. არც სესხი ამიღია და რა ფულიც ვიშოვე სულ ქვეყნის ბიუჯეტს შევახარჯე. მანამდე აკადემიელების აღზრდას შევახარჯე, შემდეგ ქვეყნის ბიუჯეტში ჩავდე ფული, რომ აჯანყებები და ბრძოლები დამეფინანსებინდა, ხოლო ფასდაკლებაზე ხალხს ფული არ მოკლებოდა.
ახლაც, ამ ერთი კვირის განმავლობაში მთელი ფული გავანულე და ბიუჯეტში ჩავდე. ხვალ გადავულოცავ მომავალ პრეზიდენტს და განახებთ, რომ ყველაფერს ვანულებ ჩემს აქაუნთზე.
ნუ ქარხნის ჩადგმაზე ორი აზრი არაა. ქარხნების დაშლას ვაპირებ, რადგან დიდი ომი მოდის და ჩემი წვლილი უნდა შევიტანო. ერთ თვეზე მეტია ყოველ მეორე დღეს ვიცლები. განულებული ვარ. დემიჯის შეგროვებაზე ორი აზრი არაა.
ხვალ საქართველოს ახალი მთავრობა ეყოლება. ეს იქნება Vettell თავისი გუნდით. ეს კაცი ჩემი დიდი პატივისცემით სარგებლობს და მიხარია, რომ დრო გამონახა. ალბათ ერთადერთია, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვანდობ ქვეყანას. ერთი წამითაც არ შემეპარება ეჭვი, რომ რამეს გააფუჭებს ან ძალისხმევას მოაკლებს.
ადამიანს, როცა ელაპარაკები ხვდები ვინ არის. როგორ აზროვნებს და რა ამოძრავებს გულით.
მე მჯერა ანგელოზი ხალხის, რომელიც მრავლად არიან დღეს ესაქართველოში.
ბიჭებო იშრომეთ. ერთმანეთს გვერდით დაუდექით. დათმეთ რათა მიიღოთ მეტი. არ შეგშურდეთ ერმანეთის. ყველამ იბრძოლეთ ქვეყნისთვის და აუცილებლად დაგიფასდებათ, თუ არადა არასოდეს იწუწუნოთ არ დამიფასესო. ნამდვილი პატრიოტი კაცი, საქმეს არ აკეთებს იმისთვის, რომ ვინმემ დაუფასოს, არამედ იმისთვის აკეთებს, რომ ქვეყანა და ხალხი გააძლიეროს!
მოიფიქრეთ ახალი იდეები! ინოვაცია შემატეთ თამაშს! შეხვდით რეალურ ცხოვრებაში და იქეიფეთ! გაზარდეთ ახალი მოთამაშეები და შექმენით უკეთესი საქართველო. ერთმანეთს აჯობეთ არა რევოლუციებში, ძირის გამოთხრაში, არამედ საქმის დიდებულად კეთებაში!
საქართველო არის ერთი! წინ და არასოდეს უკან!
პატივისცემით მე
მადლობა მტობისა და მეგობრობისთვის o7
Винагородити
Death Angel AzrielJanGoblick skullWorld Lord of WarM A N T E XKamKo 69EReJSКоментарі (13)
მეგობარ გოგონასთან ჩახუტებულიც თუ აქ იყავი ძმაო , შენ უნდა ოყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე , ერექციის პრევენციის ახალი მეთოდების დანერგვისთვის
Vote
მეტი პატრიოტი ქვეყანას !
მეტი გრიზლი ქვეყანას!
gulis amrevia. brma xar grizli brma magitomac qveyana dageqca
hail
ahahaha
mezareeba wakitxva da ra dawera mokled mitxarit
es iseti postia o7 ki ara o8 da gadasuli xar shemdeg turshi
o7
#1 demagogi xar msoflioshi /////// https://www.erevollution.com/en/article/28195