Опубліковано в державі Georgia - Перші кроки в eRevollution - 07 Jul 2017 12:11 - 0
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პილოტის ბესიკ გაბიანისგმირობის ამბავმა მთელი საქართველო აალაპარაკა. მისი დამსახურებით რამდენიმე დღის წინ ადიდებული მდინარიდან ორი მეთევზე გამოიყვანეს. გაბიანი ბათუმში სამაშველო ოპერაციას ასრულებდა, როდესაც გამოიძახეს და უთხრეს, რომ ორ მოქალაქეს დახმარება ესაჭიროებოდა. ეკიპაჟი ადგილზე ნახევარ საათში მივიდა... სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ორივე მეთევზე ადიდებული მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს.
ბესიკ გაბიანი შსს-ს რიგებში 2014 წლიდან ირიცხება. 21 აპრილს, ავიაციის დღეს შს მინისტრმა იგი პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის დააჯილდოვა. Ambebi.ge ბესიკ გაბიანს ესაუბრა:
- რას ნიშნავს თქვენი სამსახური თქვენთვის ?
- ჩემი სამსახური ჩემთვის მეორე სახლია. ეს არის პასუხისმგებლობის შეგრძნება ყოველი დავალების შესრულების წინ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სამაშველო თუ სამოქალაქო დავალება, ყოველი დავალება თანაბარ პასუხისმგებლობას ითხოვს. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, მყავს დედა, რომელიც სვანეთში ცხოვრობს, ზაფხულობით იქ არის, ზამთარში ჩემთან ჩამომყავს. მამა გარდაცვლილია. მყავს მეუღლე და 3 შვილი. ოჯახში ყველა ავიაციის მოყვარულია. ჩემი გოგონა ავიამეთვალყურეა, ბიჭი მესამე კურსზეა საავიაციოში.
იხილეთ ვიდეო
- როგორ გაიხსენებთ ბოლო ოპერაციას, რომელიც ორი მეთევზის გადასარჩენად Advertisementჩხოროწყუში ჩატარდა?
- ბათუმში სამაშველო ოპერაციას ვასრულებდით, როდესაც გამოგვიძახეს... გვითხრეს, რომ ჩხოროწყუში ორი ადამიანი მდინარე ხობის ნაპირას წყლით იფარებოდა და დახმარება სჭირდებოდათ, ფრენიდან ნახევარ საათში დანიშნულების ადგილას ვიყავით. შევხედე სიტუაციას და ცოტა რთული მდგომარეობა იყო. წვიმდა, ქარი იყო, მაგრამ შეძლებისდაგვარად მოვახერხეთ, რომ ამოგვეყვანა ორი ადამიანი. როცა ამოვიდნენ ვერაფერი თქვეს, იქვე სტადიონზე დავსვი ვერტმფრენი და ნათესავები დაეხვივნენ. ეს არის უდიდესი ბედნიერება, როდესაც ხედავ, რომ ადამიანის დახმარება შეძელი.

Винагородити
Коментарі (0)