Опубліковано в державі Georgia - Політичні дебати та аналіз - 20 Aug 2017 06:16 - 5
მოგესალმებით,
ვერ მოვითმინე და გადავწყვიტე სტატია მივუძღვნა ჩვენს ქვეყანაში დაუსრულებელ საუბარს ერთიან მუზე.
ჩემი სიყვარულები და კუტუნიე ბიჭები თავგამოდებით ცდილობენ დაამტკიცონ მისი საჭიროება სხვადასხვა რაფაელო სიტყვებით,
თუმცა ეს მხოლოდ პათოსია და მოკლებულია რაციონალურ აზრს.
მინდა არგუმენტებით ავხსნა რამდენად უმნიშვნელო და უაზროა ამ საკითხზე საუბარი.
ან თუ რამდენად უაზრო და უმნიშვნელოა ეს რეფორმა.
მანამდე შეგიძლიათ გაეცნოთ პროლეტარიატის დიდი ქომაგისა და ვეტელოვნას თეზისებს.
რა თქმა უნდა იმიტომ, რომ მობეზრდათ ყოველდღე შემოსვლა და დოების შესრულება. სურთ რაღაც ახალი გააკეთონ. სწორედ ეს სურვილი არის იმ სტიმულის გამოვლინება, რაც მოთამაშეს უბიძგებს ითამაშოს, არ გადავიდეს 2კლიკზე და ა.შ. ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ ყველა მოთამაშე ვერ მოიხარშება ერთ ქვაშბი.
ვისაც მარკეტინგთან შეხება ჰქონია, იცის რომ უნიკალური ბრენდის ქვეშ მოქცეული პროდუქტი კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში უკეთესად იყიდება და მეტად მომგებიანია. არ ჩავუღრმავდები ამ დეტალებს და პირდაპირ ვიტყვი, თუ სამხედრო დანაყოფი არის უნიკალური ბრენდის ქვეშ, მას ჰყავს აქტიური ხელმძღვანელობა მაშინ ეს სამხედრო დანაყოფი იქნება ძალიან მაგარი.
მოდი მივყვეთ პრაქტიკულ არგუმენტებს და გავიხსნოთ ისტორია:
United Georgian Army აერთიანებს ყველა 5კ+ ძალიან მოთამაშეს. არ აქვს მნიშვნელობა აქტიურია, პასიურია თუ რას აკეთებს. ეს არის ერთი დიდი ქვაბი. მისი წევრი შემოდის ისვრის, გადის. Cadets Military Academy-ს წევრი რეგისტრიდება, შემოდის ისვრის გადის.
მე კიდევ არ მესმის რა საჭიროა ერთიანი სამხედრო დანაყოფი. ამჟამინდელ მუებში არ შედის ხალხი და არ ისვრის? ამჟამინდელი მუები დო-ებს სწორად არ ანაწილებენ? ამჟამინდელი მუების კომანდერები და კაპიტნები დისკორდში არ არიან? სხვადასხვა მუებში რო არის ხალხი, ერთმანეთს MU-ს ნიშნის მიხედვით ებრძვიან? მუების მიხედვით ხალხი ჩხუბობს?
ყველა ზემოთ აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არის - არა!
ყველა დებს დოს, ყველა ისვრის, ყველა ისედაც საქართველოს ემსახურება და თუ ვინმემ იჩხუბა, ეს პირადი ურთიერთობების ან სახელმწიფო მართვის სტრატეგიას შეეხებოდა. სხვა არაფერს! აქედან გამომდინარე ერთიანი საქართველოს პათოსით მოსაუბრეებს, ჰაეროვანი სიტყვების ნაცვლად არგუმენტები მოიშველიოთ. ერთიანი მუ არ ნიშნავს ერთიან საქართველოს!
დავუბრუნდეთ ისტორიას.
ალბათ ყველას გახსოვთ წინა წელი, როდესაც მთელ ქვეყანას GAMA ათრევდა. GAMA-ში იყვნენ ხალხი უნიკალური ბრენდის ქვეშ, იყო მაღალი კრიტერიუმები და ეს მათ წევრებს უჩენდა სტიმულს, პასუხისმგებლობას რომ შემოსულიყვნენ და უფრო გამალებით ესროლათ ქვეყნისთვის.
მეორე ნაწილი იყო UGA, სადაც ერთი 200 კაცი იყო და კაცის შვილმა არ იცოდა რას აკეთებდნენ. მახსოვს მე და ლაშა (Ready to Die) ვსაუბრობდით თუ როგორ მოგვეხოდა. დავიწყეთ მოხოდვის ყველა ჩვენი მეთოდის გამოყენება. არ მუშაობდა. რატომ? - იმიტომ, რომ ფეხებზე ეკიდათ და არ ჰქონდათ სტიმული ჩაერთოთ სახლის პაკი და ისე ებრძოლათ. არც ლიდერების ძლიერი ხელი ჰყოფნიდა, ერთად თავმოყრილ ამდენ ადამიანს.
რატომ იყო წარმატებული GA ვიდრე კადეტები?
არასოდეს არ დამიკარგია არავისთვის თავისი შრომა, მაგრამ დღემდე ვთვლი რომ კადეტებისგან შემდგარი GA უფრო წარმატებული იყო ვიდრე საერთო დანაყოფი. აქაც იგივე მიზეზებია. თუ რაღაც ახალს, სხვა მასოვკისგან განსხვავებულს აკეთებ უფრო მეტად გიჩნდება სურვილი შენი იყოს უფრო მაგარი. ანუ სხვადასხვა ჯგუფებს შორის იზრდება კონკურენცია და ქვეყანა ხეირობს.
ვთხოვ ყველა GAMA-ელს და ყველა GA-ელს გაიხსენოს ეს შემართება!
როდესაც გადავწყვიტე დამეწყო GA-ს მეორე კურსი ჩემი მოხოდვიანობის უნარის მიუხედავად ხალხი არ შემოვიდა. რატომ? იმიტომ რომ GA იყო მოძველებული ბრენდი. MU-ს ჭირდებოდა ახალი სახე. მივეცი ახალი სახე და უკვე დაიწყო SFB-ში მოტივირებული ხალხის შემოდინება.
ეს არის პრაქტიკა, ისტორია რომელიც უნდა გავიაზროთ და რაღაც უაზრო გაჯინიანებას მოვეშვათ.
დავუბრუნდეთ ერთიანი მუს ინიციატორების მოსაზრებებს
გავეცნოთ Discord-ის მნიშვნელობას
წარმატებული სამხედრო ოპერაციებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ხალხი იყოს Discord-ში. ანუ მთავრობის ამომავალი მიზანი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი ჰყავდეს Discord-ში, რათა სწრაფად დაარიგოს ჰელი, სწრაფად გასცეს ბრძანება და ა.შ.
ხოლო ერთ მუში შეყრილი ხალხი ისევ sms-ებით მოსაყვანი იქნება, ისევ დისკორდში მოსაბილიზებელი. ხოლო ამ დროს თუ მათ რაღაც უნიკალურობის განცდას დავუკარგავთ მაშინ ეს პრობლემას შექმნის და ხალხის რაოდენობას შეამცირებს.
არ დაგავიწყდეთ ბევრი მოთამაშე მაშინ მოიხოდა, როცა გახდა GAMA-ს წევრი ან GA-ს წევრი. მაგალითად ჩემი ფრანგი ნაცნობი იმიტომ, ჩამოვიდა ჩემს მუ-ში, რომ ის იყო რაღაც ახალი ბრენდული და თან მე ვიყავი კომანდერი. გაგვიჩნდა ერთად ამ მუს მოხოდვის სურვილი. დამერწმუნეთ ის არც UGA-ში ჩამოვიდოდა და არც რაღაც მსგავსად შებოჭილ უცხოელების მუში.
კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც ერთიანი მუს ლობისტებს გააჩნიათ ეს არის ედომი. ორი მუაო. ერთი ერთიანი და მეორე ელიტ მუ. რომ არ ყოფილიყო ელიტარული მუ, რაღაც ბრენდის ქვეშ გაერთიანებული. ეს ხალხი ასეთივე შემართებით იბრძოლებდა ერთიან მუში? რა თქმა უნდა არა. ერთიან მუში არის 500 კაცი და მას სხვა 40 კაცი ჯობნის. რატომ? იმიტომ, რომ ამ 40 კაცს უნიკალურობის განცდა აქვს, რომ არიან ყველაზე თესლი მუს წევრები და კარგი მენეჯმენტი მათ ყველაზე წარმატებულად აბრძოლებს.
ამ ბოლო აბზაცის წაკითხვისდროს ერთიანი მუს ლობისტებმა შეიძლება თქვან - ხო მაგრამ სად 2 და სად 6იო. მეგობრებო, ედომი ახალი დაწყებულია. ყოველთვის ერთი მაგარი მომხოდავი ვერ იქნება (როგორც ახლა არ არის აქტიური ლაშა), ამიტომაც არსებული ერთიანი მუდანაც ადრე თუ გვიან გავა ხალხი. ეს გარდაუვალია და აგერ ნახავთ მაგასაც.
ჩემო მეგობრებო,
ბოლოს მინდა შევაჯამო და ასე ვთქვათ წერტილი დავუსვა ამ უაზრობას. ტყუილად იხარჯება ენერგია და დრო ამ რეფორმისთვის. იმიტომ, რომ არანაირ ეფექტურ შედეგს ვერ მივიღებთ, ისევ ძველებურად იქნება ხალხი მოსახოდი და ბრძოლები გასანაწილებელი.
უბრალოდ მინდა მოვუწოდო ყველა საქართველოს მოქალაქეს. თუ თქვენ ხართ მცირე მუ-ში და ელემენტარულად თავს ვერ ართმევთ, რომ თქვენი მუ სერიოზულად მოხოდოთ, ამას მართლა სჯობს ერთიანში გადასვლა. თუ მოხოდავთ და მაგალითად მე გამიწევთ კონკურენციას, ეს იქნება ქვეყნის გაძლიერება. მაგრამ თუ ამას ვერ შეძლებთ, მაშინ მართლა მოგიწოდებთ, რომ აქტიურ მუებში განაწილდეთ.
ის, რაც ვისაუბრე არის თანამედროვე შეხედულებებზე, ჩვენს განვლილ ისტორიაზე და გამოცდილებაზე აგებული აზრი. ხოლო ერთიანი მუს ლობისტები რასაც ამბობენ ძალიან ჰგავს კოლექტივიზაციის იდეის ავტორების აზრს. რატომ? - კოლექტივიზაციის იდეის ავტორები ამბობდნენ, რომ სახელმწიფოს დაქვემდებარებული ეკონომიკა ცენტრალიზებული მართვის პრინციპით უკეთესად მუშაობს, ვიდრე თავისუფალი ბაზარი. ასე ფიქრობენ ჩემი კუტუნა ბიჭებიც. ერთიანი მუ უფრო კარგად იმუშავებსო, მაგრამ ტყუილია. კოლმეურნეობა ადრე თუ გვიან კვდება.
ერთიანი მუ ხელს უშლის მოთამაშეების მოტივირებას. მაგალითად, როცა მე წავიყვანე GA-ში ხალხი, ისინი დავნიშნე კაპიტნებად. პერიოდულად ვცვლიდი და მათ ვაძლევდი საშუალებას განვითარებულიყვნენ. კაპიტნობა მათ აქტიურობას ზრდიდა, საშუალებას აძლევდა საკუთარი თავი დაემკვიდრებინათ და თავისი ნიჭი გამოევლინათ ლიდერობის დროს. რაც მთავარია შეექმნათ რაღაც ახალი.
ყოველ როტაციაზე კაპიტნების სამკაციანი ჯგუფი რაღაც ახალს და უკეთესს მატებდა დანაყოფს. დღეს ისინი ქვეყნის ლიდერები არიან. მათ აქვთ მოტივაცია ემსახურონ ქვეყანას. ხოლო ძველი UGA-ელები არიან კვლავ UGA-ელები, ბევრი ძველი კადეტი კვლავ არის ძველ კადეტებში.
დღეს მე ვქმნი კვლავ ახალ უნიკალურ ბრენდს SFB-ს. ეს იქნება ქართველი და უცხოელი მოთამაშეების ელიტარული დანაყოფი. მაქსიმალურად ვცდილობ ჩამოვიყვანო ისეთი ხალხი, რომელბიც არ ჩამოვიდოდნენ, გავააქტიურო ისეთი ხალხი, რომლებიც არასოდეს გააქტიურდებოდნენ და ა.შ.
თუ თქვენ ვერ ქმნით უნიკალურად აქტიურ დანაყოფს, მაშინ მაგას სჯობს მართლა UGA-ში გადასვლა, ან ჩემთან შემოერთება.
მე ვთვლი, რომ ამ პროექტით უფრო მეტს გავუკეთებ საქართველოს ვიდრე უბრალოდ UGA-ს წევრობით.
მოკლედ იმედია გაიგეთ ის რისი თქმაც მინდოდა. მე ვთვლი ასე და გამაჩნია ჩემი არგუმენტები. ვერავინ ვერ გააბათილა ის და ამიტომაც არ ვაპირებ, ჩემი პროექტის შეჩერებას.
მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა!
პატივისცემით Grizzly021 o7
Винагородити
Коментарі (5)
მხარი დაუჭირეთ ნამდვილ რეფორმაციას! https://www.erevollution.com/en/article/28929
არა პაპს და ბიუროკრატიას!
pirvelad getanxmebi didi xnis shemdeg, mec igive tipis danayofs vqmni
არადა ბევრი უაზარო მუა მარა მაინც აზრი არააქვს :დდდდ
აზრი არააქვს გრიზლო კოღოებივით ვართ და არ გამოვა.
ქაია ბევრი დანაყოფი რადგან მობილიზება უფრო კარგი ქვექნება ასე ვფიქრობ.