Опубліковано в державі Georgia - Соціальна взаємодія та розваги - 10 Apr 2016 03:56 - 14
თუშეთის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აღმოსავლეთ კავკასიონზე. მდებარეობს თუშეთის ქვაბულში, ზღვის დონიდან 900-4800 მ სიმაღლეზე. მისი ფართობია 83007 ჰექტარი. იგი დაარსდა 2003 წელს. თუშეთის ეროვნულ პარკში დაცულია ალპური მდელოები, მყინვარები, მდინარეთა სათავეები, ცალკეული მნიშვნელოვანი ცენოზები, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობები. აგრეთვე, უნიკალური ფიჭვნარი ტყე და წარმოდგენილი ტყის შემქმნელი სახეობები – არყი, მაღალმთის მუხა, ცირცელი, მდგნალი.
თუშეთის ეროვნული პარკი გამორჩეულია მაღალი ესთეტიკური ღირებულებების მქონე ლანდშაფტებით, ულამაზესი ალპური მდელოებით, საუცხოოდ შემონახული ფიჭვნარი ტყეებით; ტებულოს (4492 მ), დიკლოს (4785 მ) და საქისტოს(2456 მ) მთების მწვერვალებით.
მოიცავს დიდი კავკასიონის მთავარი ქედის გვერდითი ჩრდილოეთი (პირიქითა) ქედის სამხრეთ კალთებს (კავკასიონის ამ ნაწილში პირიქითა ქედი სიმაღლით აღემატება მთავარ ქედს და აღწევს ზღვის დონიდან 4500 მ), დიდი კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ ფერდობებს, მათ შორის მდებარე თუშეთის ქვაბულს და სპეროზის ქედს. ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის საზღვრები ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან. კერძოდ, პარკი ჩრდილოეთით ესაზღვრებაჩეჩნეთსა და ინგუშეთს, ხოლო აღმოსავლეთით დაღესტანს. პარკს სამხრეთიდან ესაზღვრება კახეთი, ხოლო დასავლეთიდან ხევსურეთი, სადაც საზღვარი გადის აწუნთის ქედსა და ტებულოს მთაზე. თუშეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი შეადგენს 69.515 ჰა-ს. პარკის შემადგენლობაში შედის თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც მოიცავს მდინარეების: პირიქითის, გომეწრის ალაზნების და ჭანჭახოვანის ხეობებს. კერძოდ, გომეწრის ალაზნის სათავეებს და მისი ხეობის მარჯვენა ფერდს - დეკიანი კომპლექსებისა და სუბალპური არყნარების გავრცელების არეალებს; პირიქითა ალაზნის ქვედა დინებას, მაკრატელას ქედის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს და მის მიმდებარე ფიჭვნარ ტყეებს დიკლოს მთამდე. პირიქითა ალაზნის ხეობის მარჯვენა ჩრდილო ფერდზე არსებულ ფიჭვნარ და არყნარ ტყეებს; ჭანჭახოვანის ხეობას, მარჯვენა და მარცხენა ფერდობებს, მის მდინარე გომეწრის ალაზანთან შესართავამდე. სახელმწიფო ნაკრძალი, ასევე, მოიცავს სოფლების: ომალოს, დიკლოს, შენაქოს, ქუმელაურთისდა ხისოს მიმდებარე ტყის მასივებს; გომეწრის და პირიქითა ალაზნების შეერთების ადგილიდან დაღესტნის საზღვრამდე მდინარის მარჯვენა და მარცხენა ფერდობებზე არსებულ ტყის მასივებს. სახელმწიფო ნაკრძალის საერთო ფართობია 12.627.2 ჰა.
თუშეთის დაცული ლანდშაფტი მოიცავს თუშეთის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებს, ასევე სხვა ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს. კერძოდ, პირიქითის ალაზნის და მისი სათავეების – ქვახიდისწყლისა და ლაროვნისწყლის, გომეწრის ალაზნის სათავის (ალაზნისთავის), წოვათის წყლის (წოვათა), ორწყალისა და მისი შენაკადების ხეობებში არსებულ მწყემსების საზაფხულო ბინებს და მათ მიმდებარე ტერიტორიებს, ასევე, კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილო ფერდობებზე და დიკლოს მთის მახლობლად განლაგებულ საზაფხულო ბინებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებს. დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობია 31518 ჰა.
თუშეთის რელიეფი საკმაოდ რთულია. რელიეფის მორფოლოგიური იერ-სახე მდინარეული ეროზიის ზემოქმედებით არის ჩამოყალიბებული. თუშეთის ორივე ალაზნის ზემო ნაწილები მეოთხეული პერიოდის მყინვარებითაა დამუშავებული. ამაზე მეტყველებს ტროგული ხეობების არსებობა და ხეობების ძირებზე მორენული ნაშალებით შემდგარი დანალექები. მაქსიმალური გამყინვარების ფაზაში მყინვარები აღწევდა ომალო-შენაქოს ვაკეებამდე და თუშეთის ტერიტორიის 60%-მდე მყინვარებით იყო დაფარული. მეოთხეული გამყინვარების ნიშნები კარგადაა გამოხატული როგორც პირიქითის და მაკრატელას ქედებზე, ასევე კავკასიონის მთავარ ქედზეც. ამ ადგილებში, ზღვის დონიდან 2700 მ-ზე მაღლა გვხვდება მყინვარული რელიეფის სხვადასხვა ფორმა ე. წ. ცირკებისა და კარების სახით.
თუშეთის აღმოსავლეთ ნაწილში სიმაღლეთა სხვაობა 2500 მ-ზე მეტია; ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1600 მ-ზე მდებარეობს, ხოლო ყველაზე მაღალი 4275 მ-ზე. ორივე ალაზნის შესაყართან, სოფელ შენაქოს, ქვემო ომალოსა და დიკლოს მიდამოებში, შემორჩენილია რელიქტური ეროზიული ვაკეები. თუშეთის ქვაბული, რომელიც ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მაღალი მთებითაა დაცული, ხასიათდება უმეტესად უქარო და მშრალი ლოკალური კლიმატით. მაგალითად, ომალოს პლატო თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და თბილი ადგილია, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა 3.5°C-ია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 14.2°C-ია, ხოლო იანვრისა - მინუს 9.1°C (თუმცა ტემპერატურა ნულს ქვემოთ შესაძლოა აგვისტოშიც კი დაეცეს). აბსოლუტური მაქსიმუმი 31°C-ია, ხოლო აბსოლუტური მინიმუმი - მინუს 36°C. საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა 748 მმ-ია, რომლის უმეტესი ნაწილი მოდის წელიწადის უთბილეს პერიოდში – აპრილიდან სექტემბერის ჩათვლით.
თოვლის საფარის სისქე და განაწილების კანონზომიერებანი ნაირგვარია და დამოკიდებულია არა მხოლოდ ნალექების რაოდენობაზე, არამედ ქარის მიმართულებაზე, მის სიძლიერესა და მეზორელიეფის თავისებურებაზე.
photos of tusheti
omalo
dartlo
shenaqo
და ბოლოს: ჩემი სოფელი დოჭუ :D
dochu

Винагородити
Коментарі (14)
o7 magaria dzan
yochag hanibal o7
these photos are beautiful! Are they taken in the ex-Turkish occupied territory?
sg sg
o7 magaria
da es yvelaperi ar aris martla magaria ra iqauroba
o7
asworebs
Nice.... Like Iran north lands....vote
Marlock
v
nice pic.
english version??
nice pic.
english version??